წყალწითელა (მთა)
Jump to navigation
Jump to search
წყალწითელა | |
---|---|
კოორდინატები: 41°50′23″ ჩ. გ. 43°00′59″ ა. გ. / 41.83972° ჩ. გ. 43.01639° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2496 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
წყალწითელა — მთა საქართველოში, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბაღდათისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ხანისწყლისა (რიონის მარცხენა შენაკდი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2496 მ. აგებულია შუაეოიცენური ანდეზიტური განფენებით და პიროკლასტოლითებით. დამახასიათებელია ტყიან-მდელოიანი სუბალპური ლანდშაფტი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.