შინაარსზე გადასვლა

წყალტუბოს რკინიგზის სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყალტუბოს რკინიგზის სადგური, მოსაცდელი დარბაზი

წყალტუბოს რკინიგზის სადგური — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ქალაქ წყალტუბოში, ყოფილი სადგური საქართველოს რკინიგზის ბროწეულა-წყალტუბოს ხაზზე. აშენებულია XX საუკუნის შუა წლებში.

ნაგებობა გზის მხრიდან ორსართულიანია, რკინიგზის ხაზის მხრიდან კი ერთსართულიანი. გზის მხრიდან პირველ სართულს მთელ სიგრძეზე მრგვალ და ოთხკუთხა სვეტებზე დაყრდნობილი გალერეა გასდევს. მეორე სართულზე შუაში კაპიტელებიან სვეტებზე დაყრნობილი დახურული აივანია, გვერდითა ნაწილებზე კი - ღია. ფასადი ფრონტონითა და პარაპეტითაა დასრულებული. აივანსა და მეორე სართულზე მოხვედრა გვერდითა კიბეებითა და ტერასით შეიძლება. რკინიგზის მხრიდან შენობის ცენტრალური ნაწილი ასევე შეწყვილებულ სვეტებზე გადასული თაღოვანი აივანია, რომელიც ეზოსაც უკავშირდება და მეორე სართულზე განლაგებულ ოთახებსაც. პირველი სართული დიდი დარბაზია, რომლის კიდეებში მცირე ოთახებია. მეორე სართული გაყოფილია სამ ძირითად ნაწილად: ცენტრალურ დარბაზად და გვერდითა ოთახებად. გვერდითა ოთახებიდან ორ-ორ მცირე ზომის ოთახებშია გასასვლელი. სამივე დარბაზის კედლები დეკორატიული თაღებით და პილასტრებითაა გაფორმებული. ოთახებს შორის გასასვლელ თაღნარში შუშაბანდია. მეორე სართულის სარკმლისა და კარების ჭრილები მაღალი ფართო და თაღოვანია, რომლებშიც ხის ტიხრხული კარ-ფანჯარა ზის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17351