წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წყალტუბოს გერბი)
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილი, იყოფა ოთხ ნაწილად.

  • I ნაწილი — მწვანე ველზე ექვს-კოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომელზეც აღმართულია ოქროს ტარიანი ვერცხლის ხორუგვი. ხორუგვზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა.
  • II და III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი.
  • IV ნაწილი — მწვანე ველზე ოქროს დინოზავრი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „წყალტუბო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]