შინაარსზე გადასვლა

წყალსაწნევი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყალსაწნევი კოშკი — ნაგებობა წყალმომარაგების სისტემაში წნევისა და წყლის ხარჯის რეგულირებისთვის წყალსადენის ქსელში, მისი მარაგის შექმნისთვის და სანასოსე სადგურის მუშაობის გრაფიკის გათანაბრებისათვის.

წყალსაწნევი კოშკი შედგება ბაკისგან (რეზერვუარისგან) წყლისთვის, ჩვეულებრივ ცილინდრული ფორმის და საყრდენი კონსტრუქციის (ლილვი). წყალსაწნევი კოშკის მარეგულირებელი როლი მდგომარეობს იმაში, რომ წყლის მოხმარების შემცირების საათებში ზედმეტი წყალი, რომელსაც მიაწვდის სანასოსე სადგური, გროვდება წყალსაწნევ კოშკში და აქედან იხარჯება წყლის მოხმარების გაზრდილ საათებში. წყალსაწნევი კოშკის სიმაღლე (მანძილი მიწის ზედაპირიდან ბაკის ძირამდე) ჩვეულებრივ არ აღემატება 25 მეტრს, იშვიათ შემთხვევებში — 30 მეტრს; ბაკის მოცულობა — რამდენიმე ათეული მ³-დან (მცირე წყალსადენებისთვის) რამდენიმე ათას მ³-მდე (დიდი ქალაქების და სამრეწველო წყალსადენებში). საყრდენი კონსტრუქციები კეთდება ძირითადად ფოლადისგან, რკინაბეტონისგან, ზოგჯერ აგურისგან, ბაკები — უპირატესად რკინაბეტონისგან და ფოლადისგან. წყალსაწნევი კოშკები აღჭურვილია მილებით წყლის მისაწოდებლად, გადასახმელი მოწყობილობებით ბაკის ნორმაზე უფრო მეტი წყლით ავსების თავიდან ასაცილებლად, ასევე წყლის დონის გაზომვის სისტემით სადისპეტჩერო პუნქტში სიგნალების ტელეგადაცემით.

როჟნოვსკის წყალსაწნევი კოშკი — რუსეთის სოფლად გავრცელებული ტიპი

რუსეთში წყალსაწნევი კოშკების ერთ-ერთი გავრცელებული სისტემაა „როჟნოვსკის კოშკი“, რომელიც განკუთვნილია წყლის წნევისა და ხარჯის რეგულირებისთვის წყალსაწნევ ქსელში, მისი მარაგის შექმნისთვის და სანასოსე სადგურის მუშაობის გრაფიკის გათანაბრებისათვის. ანტონ როჟნოვსკის კოშკი შედგება: ბაკისაგან, წყალსაწნევი საყრდენისაგან, ბაკის სახურავისაგან დამათვალიერებელი ლუკით. ბაკის კედლების შიგნით მიდუღებულია ყინულდამჭერი მარწუხები, ასევე მომსახურე პერსონალის ჩასასვლელი მარწუხები (კიბე). კოშკზე ასასვლელად არსებობს გარეთა კიბე დამცავი მოაჯირით. კოშკის მოცულობა — 10-დან 150 მ³-მდე. უფრო ხშირად წყალსაწნევი კოშკის რეზერვუარი დამზადებულია მართკუთხა ან მრგვალი ფორმით, დიამეტრსა და სიმაღლეს შორის თანაფარდობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნოლოგიურ პარამეტრებზე. რეზერვუარის მოცულობა, როგორც საყრდენის სიმაღლე, განისაზღვრება წყალგამანაწილებელი ქსელის გამოთვლების შედეგების შესაბამისად. წყლის მარაგის დაჭუჭყიანებისა და გაყინვისაგან დასაცავად კოშკის რეზერვუარი შემოფარგლულია სპეციალური დამცავით. კოშკში წყლის შემოსვლა ხორციელდება ნასოსების დახმარებით.

რკინიგზის სადგურებში და დეპოებში მდებარე ბევრი წყალსაწნევი კოშკი თავდაპირველად წყლით მარაგდებოდა ორთქლმავლებისთვის განკუთვნილი სარემონტო ცეხებიდან და წყალმომარაგებელი ჩასასხმელებიდან, მაგრამ XX საუკუნის 60-იან წლებში დაკარგეს თავისი მნიშვნელობა სადგურების და დეპოების წყალმომარაგების ცენტრალურ სისტემაზე გადართვასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Типовой проект 901-5-29 Унифицированные водонапорные стальные башни заводского изготовления (системы Рожновского) емкостью 15, 25, 50 куб. м, высотой опоры 12, 15, 18 м, ЦНИИЭП инженерного оборудования Госгражданстроя Гипронисельхоз Минсельхоза СССР.