წყალნაწყენი
წყალნაწყენი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Epilobium hirsutum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Epilobium | ||||||||||||
|
წყალნაწყენი (ლათ. Epilobium) — მცენარეთა გვარი წყალნაწყენისებრთა (ონაგრასებრთა) ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. მტევნებად შეკრებილი მეწამული ან ვარდისფერი ყვავილები აქვთ. 200-მდე სახეობა გავრცელებულია დედამიწის ტროპიკების გარე ოლქებში. საქართველოში გავრცელებულია 18 სახეობა; იზრდებიან იზრდებიან დაბლობიდან ალპურ სარტყელამდე მდინარეთა ნაპირებზე, დაჭაობებულ და ტენიან ადგილებში, ტყეებში. E. hirstum-ი კარგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლები შეიცავს C ვიტამინს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 356.