წყალდიდობა მაკედონიაში (2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წყალდიდობა მაკედონიაში — სტიქიური უბედურება, რომელიც გამოიწვია 2016 წლის 6-7 აგვისტოს კოკისპირულმა წვიმებმა. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის დედაქალაქი სკოპიე, რომლის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი პრაქტიკულად წყლით დაიფარა[1]. ხანგრძლივმა წვიმებმა გადარეცხა ქალაქის გარშემო მდებარე წრიული გზა. წყლის ნაკადმა რამდენიმე მანქანა გადაიტანა ასობით მეტრზე[2]. წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, რომელთა უმრავლესობამ ვერ მოასწრო მანქანებიდან გადმოსვლა[3][4]. ათობით ადამიანმა მიიღო ტრავმა[5]. ჩრდილო-დასავლეთ მაკედონიაში გაითიშა ელექტროენერგია, რამდენიმე სოფელი მოწყდა გარესამყაროს[6].

წვიმის მაქსიმუმი დაფიქსირდა 6 აგვისტოს 17:30 საათიდან 7 აგვისტოს 9:30 საათამდე. ადგილობრივი ჰიდრომეტრცენტრის ცნობით ერთი ღამის განმავლობაში ქვეყანაში მოვიდა ნალექების ერთი თვის ნორმა. წყლის დონემ სხვადასხვა უბნებზე 1,5 მეტრით აიწია. ქარის სიჩქარე შეადგენდა 70 კმ/სთ-ს[7].

8 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა[8]. ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სკოპიეში და ტეტოვოში[9]. სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ქვეყნის არმია[10].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кількість жертв повені в Македонії сягнула 17 осіб. ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  2. Число жертв повені в Македонії зросло до 17 осіб uk. ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  3. Паводок у Республіці Македонія забрав понад 20 життів (2016-08-07). ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  4. მაკედონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა წყალდიდობის შემდეგ
  5. У Македонії від повені загинули щонайменше 15 осіб - ЗМІ. ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  6. Повені і зсуви ґрунту у Республіці Македонія: 4 загиблих (2015-08-04). ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  7. У столиці Македонії оголошено надзвичайний стан через сильні повені. ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  8. Македонія оголосила надзвичайний стан через повені. ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  9. У повенях у Македонії загинули щонайменше 20 — BBC Україна uk-UA. ციტირების თარიღი: 2016-08-08.
  10. Понад 20 осіб загинули від повені в Македонії. ციტირების თარიღი: 2016-08-08.