წყავმაზა
იერსახე
წყავმაზა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Phillyrea | ||||||||||
|
წყავმაზა (ლათ. Phillyrea) — მცენარეთა გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ორსახლიანი პატარა ხეები ან ბუჩქებია.
4-5 სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში. საქართველოში ველურად ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა (Phillyrea wilmoriniana) იზრდება; გურიასა და აჭარაში კოლხური ტიპის ტყეებში — ერთეულებად ან პატარა ჯგუფებად გვხვდება. იშვიათი სახეობაა; მესამეული ფლორის რელიქტია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. გვხვდება აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 352.