წორბისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წორბისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია მოყვითალო ქვიშაქვით; ალაგ-ალაგ წყობაში ჩატანებულია წვრილი ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის კუთხეებში თითო სწორკუთხა ნიშია. სფერულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. აბსიდს ორსაფეხურიანი მხარი აქვს. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთით კუთხის პილასტრებია. სამხრეთი პილასტრი შესასვლელს ებჯინება. სამხრეთი და დასავლეთი შესასვლელები არქიტრავულია. სარკმლის კვალი მხოლოდ სამხრეთიდანაა შემორჩენილი. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია. ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს გვიანდელი მინაშენები. სამხრეთ მინაშენის სამხრეთი კედლის თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი ნაოთხალია. ორივე მინაშენის კედლების საერთო სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს.

ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლებიც და მინაშენიც დაზიანებულია; ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004