შინაარსზე გადასვლა

წნორი (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „წნორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ წნორი (მრავალმნიშვნელოვანი).
წნორი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტირიფისებრნი
გვარი:  ტირიფი
სახეობა:  წნორი
ლათინური სახელი
Salix alba
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 203465

წნორი (ლათ. Salix alba) — ორსახლიანი მერქნიანი მცენარე ტირიფისებრთა ოჯახისა. გაშლილვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. გრძელი, წვრილი, გადმოკიდებული ტოტები და ვიწროლანცეტა ფოთლები აქვს.

ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში; საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება. იზრდება ტყის ქვედა სარტყელში, მდინარეებისა და თხრილების ნაპირებზე. თაფლოვაბი მცენარეა. მისი ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, გლუკოზიდ სალიცინს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მისგან ამზადებენ მოწითალო საღებავს შალეულისა და აბრეშუმის შესაღებად.