წნისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წნისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნისში. აგებულია 2009 წელს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ერთნავიან ნაგებობატა ტიპს მიეკუთვნება (5,52X10,98 მ.). აფსიდი გარედან სწორკუთხედშია ჩაწერილი და ერთი შესასვლელია დასავლეთიდან. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. ცილინდრული კამარა პილასტრების ორ წყვილს და ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია სამთაღიანი კანკელით, რომლის აღსავლის კარი დანარჩენ ორ-ორ კარზე მაღალია, მის გვერდებზე სახატე ბრტყელი ნიშებია. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია ერთი საფეხურიტ. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია.

აზიდული პროპორციების აფსიდები შემოსილია აგურით. თაროსებრი კარნიზი გამოყვანილია აგურის სამნაშვერიანი წყობით. აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, სწორკუთხა ეკლარის ქვაზე გამოკვეთილი აყვავებული ჯვარია ჩასმული. ტაძრის ორქანობიანი სახურავი შემოსილია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარსაგიშვილი გ., „წნისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 531