წნელისის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წნელისის კოშკი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფლეთილი ქვით.

ოთხსართულიანი კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. პირველ სართულზე მიწის დონე აწეულია და გადახურვის კოჭების ბუდეებამდე აღწევს. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა კარია გაჭრილი. კარი ნაოთხალია. სამხრეთ კედელში მოწყობლია ბუხარი. სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში სათოფურებია გაჭრილი. ასეთივე სათოფურებია მესამე სართულის ოთხივე კედელში. მეოთხე სართულის დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. მეოთხე სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. სარკმლის წირთხლები დაზიანებულია. კოშკის ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004