წმინდა ფილუმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა ფილუმენიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 29 ნოემბერი, ახალი სტილით — 12 დეკემბერი.

წმინდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როდესაც იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა მმართველ ფელიქსთან დაასმინეს — ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ, სისხლისაგან დაცლილი არ გარდაიცვალა. ეს მოხდა 274 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]