წმინდა ტრიფონი
წმინდა ტრიფონი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა |
დაახლ. 232 კამპასადა, ფრიგია |
გარდაიცვალა |
250 ნიკეა |
დასაფლავებულია | რომი |
ხსენების დღე | 14 თებერვალი |
წმინდა ტრიფონი (გ. 250) — მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 თებერვალი, ახალი სტილით — 14 თებერვალი (როგორც მართლმადიდებლური ისე კათოლიკური ეკლესიების მიერ).
წმინდა ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) დაიბადა და ბავშვობაში ბატებს უვლიდა. მისი სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან τρυφή (tryphe), რაც „რბილს, ნაზს“ ნიშნავს. იგი ცნობილი გახდა როგორც მკურნალი, განსაკუთრებით ცხოველთა შორის და ამიტომ განსაკუთრებით ფერმერების მფარველად მიიჩნევა.
დეციუსის (249-251) დევნის დროს, დაახლოებით 250 წელს, იგი ნიკეაში მიიყვანეს და საშინლად აწამეს. მას თავი მოჰკვეთეს მახვილით მას შემდეგ, რაც წარმართ მმართველ ლიციუსს ქრისტიანობა მიაღებინა. მისი ცხოვრებასთან დაკავშირებული წმინდა გადმოცემები ბევრ ლეგენდას მოიცავს.
წმიდა ტრიფონის სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეახვიეს და სურდათ ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. შემდეგ წმიდანის ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბ., 2001, გვ. 138-139