შინაარსზე გადასვლა

წმინდა სულის ჰოსპიტალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა სულის ჰოსპიტალი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ისტორია
თარიღდება 727 წელი
წმინდა სულის ჰოსპიტალი — იტალია
წმინდა სულის ჰოსპიტალი
წმინდა სულის ჰოსპიტალი ვიკისაწყობში

წმინდა სულის ჰოსპიტალი  (იტალ.  L'Ospedale di Santo Spirito in Sassia) — ევროპაში ყველაზე ძველი საავადმყოფო, რომელიც რომში, იტალიაში მდებარეობს. ამჟამად ის საკონფერენციო ცენტრის ფუნქციას ასრულებს, კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში კი ისტორიული მუზეუმია განთავსებული.

ქრისტიანობამ ადამიანებში ახალი, ჰუმასნურობის გრძნობა გააჩინა, რასაც ტერტულიანეს სიტყვებიც ადასტურებს: „ჩვენ ბუნების ძალით ძმები ვართ, ბუნება ჩვენი საერთო დედაა.[1] “ თავად ტერტულიანე გმობს წარმართებს და ექიმებს მათთვის იმავე მკურნალობის წესს ურჩევს, რომლებსაც სულით ავადმყოფებზე იყენებენ[2] . ამიტომ, გონივრულია, საავადმყოფოების მშენებლობის ეს ტალღა ქრისტიანობის მიერ მიცემულ ბიძგს მივაწეროთ, რომელიც კატაკომბების სიბნელეშიც კი „ეხმარებოდა ყველაზე გაჭირვებულთ[3]“. ამგვარად, სიყვარულის, ქველმოქმედების, ღვთისმოსაობისა და ავადმყოფების მიმართ ზრუნვის გრძნობამ ჯანსაღი და ცოცხალი იმპულსი მიიღო ქრისტიანული რელიგიის მიერ შემოთავაზებული პერსპექტივით[3]. ეს გრძნობა საბოლოოდ პრაქტიკაში გადაიზარდა 325 წელს, ნიკეის პირველ კრებაზე, სადაც 300-ზე მეტმა ეპისკოპოსმა დაადგინა, რომ „ყველა ქალაქში უნდა აშენებულიყო სახლები, რომლებსაც ქსენოდოკეები ეწოდებოდათ და ჰოსპისები მომლოცველებისთვის, ღარიბებისა და ავადმყოფებისთვის[4]“. ეს საცხოვრებლები სხვადასხვა ეპარქიის ეპისკოპოსებს ექვემდებარებოდა: თითოეული მათგანი „ღარიბთა მამად“ ითვლებოდა და ამასთან დაკავშირებულ სიტყვებს სამოციქულო კონსტიტუციებში ვხვდებით „ო, ეპისკოპოსო, იზრუნე ღარიბებზე, როგორც ღვთის მსახურმა, ყველას დაუთმე დრო: ქვრივებს, ობლებს, მიტოვებულებს, ავადმყოფებსა და უბედურებს[5]“.

საქსიაში საავადმყოფომდე იდგა სკოლა, რომელიც ააგო უესექსის მეფემ (689-726). მერვე საუკუნის დასაწყისში სკოლა დაინგრა და გადაკეთდა რომში ჩასული ანგლოსაქსი პილიგრიმებისთვის[6] მოსასვენებელ ადგილად. ბედე წერდა, რომ „დიდგვაროვნები და პლებეები, კაცები და ქალები, მეომრები და ხელოსნები სალოცავად ჩამოდიან რომში“. ეს მომლოცველობა საუკუნეები გაგრძელდა. მოსასვენებელი ოთახების დაარსების შემდეგ, მთელმა კვარტალმა ეგზოტიკური ხასიათი მიიღო, ამიტომ ის ცნობილი იყო, როგორც „საქსების ქალაქი“; დღესაც კი, ტიბრის მარჯვენა სანაპიროს ბორგო ეწოდება (იტალიურად „სოფელი“).

ლეო IV-ის პაპობის დასაწყისში, ძლიერმა ხანძარმა მთელი ქუჩა გაანადგურა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაც დააზიანა. პაპმა ლეო IV-მ იზრუნა დაზიანებული ნაგებობების რესტავრაციაზე.

ისეთი ისტორიული მოვლენების გამო, როგორიცაა 1066 წელს ინგლისში ნორმანების შემოსევა და ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება, რომლებმაც მომლოცველთა ჯგუფები სხვა დანიშნულების ადგილებისკენ გადაისროლა, დაწესებულება დაკნინდა და მხოლოდ მისი სახელი შეინარჩუნა. ინოკენტი III იყო პაპი, რომელმაც ის კვლავ კუთვნილ მწვერვალზე დააბრუნა, მოდიფიცირება გაუკეთა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავადმყოფოდ აქცია.

მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII საუკუნის ბოლოს რომში წმინდა სულის ორდენის ორი საავადმყოფო ფუნქციონირებდა: პირველი ზემოთ მოცემული ჰოსპიტალი იყო, ხოლო მეორე - სანტა აგატას ეკლესიის მახლობლად, ქალაქის კართან მდებარეობდა. იმავე საუკუნეში ამ ორდენის კიდევ ერთი საავადმყოფო აშენდა სან ბიაჯო ინ ორტეს ეკლესიის მახლობლად. XIII საუკუნის ბოლოს მსგავსი საავადმყოფოების რაოდენობა დაახლოებით ასს შეადგენდა, რომელთა უმეტესობა ლაციოში, ასევე უმბრიაში, აბრუცოში, მარკეში, ტოსკანასა და ნეაპოლში იყო. ისინი, რომში მდებარე სამშობიარო სახლის გარდა, ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი საავადმყოფოები იყო.

1605 წელს, საავადმყოფოს ფინანსების უფრო ორგანიზებული მართვის უზრუნველსაყოფად, პაპმა პავლე V-მ მხარი დაუჭირა შტაბ-ბინის აშენებას. ეს შტაბ-ბინა განთავსებული იყო საბანკო კვარტალში, პონტე სანტ'ანჯელოს სათავეში.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა სულის ჰოსპიტალი რომის მთავარ საქველმოქმედო ორგანიზაციად და მთავარ საავადმყოფოდაც იქცა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საავადმყოფოს დაგროვილი ჰქონდა 37,070 ჰექტარზე მეტი მიწა. იგი შედგებოდა მრავალი მამულისგან, რომელთაგან მთავარი იყო სანტა სევერა, პალიდორო და კასტელ დი გვიდო. 1896 წელს სხვა რომაული საავადმყოფოების ადმინისტრაციები გაერთიანდნენ სანტო სპირიტოს ადმინისტრაციასთან, კორპორატიული სახელწოდებით "Pio Istituto di Santo Spirito ed Ospedali riuniti di Roma", რამაც ევროპაში უდიდესი საავადმყოფო კომპლექსი შექმნა. 1976 წელს გაუქმებული ფონდი 1981 წელს რომის საზოგადოებას გადაეცა.

2000 წლიდან მონუმენტური კომპლექსი რომის ერთ-ერთ საკონგრესო ცენტრად იქცა და მას „Giubilarte s.r.l.“ მართავს. მასში კონვენციები, გალები, მოდის ჩვენებები და გამოფენები იმართება.

წმინდა სულის კომპლექსი „ევროპის ისტორიული საკონფერენციო ცენტრების“ ასოციაციას ეკუთვნის და ჯანდაცვის კონვენციებისა და გამოფენების მონაწილეთა ასოციაციის მხარდამჭერი წევრია.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. De Angelis 1960, p. 74.
  2. De Angelis 1960, p. 107.
  3. 3.0 3.1 De Angelis 1960, p. 75.
  4. De Angelis 1960, p. 76.
  5. De Angelis 1960, p. 77.
  6. De Angelis 1960, p. 78.