წმინდა სერაპიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა სერაპიონი (გ. 205) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 13 ივლისი, ახალი სტილით - 26 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს ნეტარი.

მაცხოვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა უფლის რჩეული. როცა უღმრთოებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი სრულიად უვნებელი იხილეს, განრისხებულება ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილმა კოცონზე შეჰვედრა სული უფალს 205 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.