შინაარსზე გადასვლა

წმინდა პრაქსედის ბაზილიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა პრაქსედის ბაზილიკა
სტატუსი იტალიის ეროვნული ძეგლი[1]
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
თარიღდება 112
Map
https://santaprassede.wordpress.com/

წმინდა პრაქსედის ბაზილიკა (ლათ.  Basilica Sanctae Praxedis, იტალ.  Basilica di Santa Prassede all’Esquillino) ― ადრეული შუა საუკუნეების ტიტულარული ეკლესია და მცირე ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს წმინდა მარია მაიორის პაპის ბაზილიკის მახლობლად, ვია დი სანტა პრასედეს ქუჩაზე, რიონე მონტიში, რომში.  მისი ამჟამინდელი კარდინალი მღვდელი პოლ პუპარდია.

ბაზილიკა ეძღვნება მეორე საუკუნის წმინდანს, პრაქსედეს, რომელიც თავის დასთან, პუდენტიანასთან ერთად, რომის იმპერიაში დევნილ ქრისტიანებს ნუგეშსა და მზრუნველობას უწევდა. 1198 წლიდან ეკლესიში ვალომბროზიის ორდენის ბენედიქტინელი ბერები მსახურობენ[2] .

ეკლესიას მოზაიკური დეკორაციები აქვს, რაც მას რომის უძველეს ეკლესიად აქცევს. წმინდა პრაქსედის ბაზილიკა პაპმა წმინდა ევარისტუსმა დააარსა დაახლ. 112 წელს და მას შემდეგ რომაელი ხალხის  მიერ რესტავრაცია გაუკეთდა. მისი რესტავრირებული ვერსია სულ მცირე მეხუთე საუკუნიდან არსებობს. პაპმა ადრიანე I-მა დაახლოებით 780 წელს ბრძანა წმინდა პრაქსედეს (იტალ. S. Prassede) და წმინდა პუდენტიანას (იტალ. S. Pudenziana) სიწმინდეების (ძვლების) ბაზილიკაში შენახვა. ეკლესია აშენდა მე-4 საუკუნის უძველესი რომაული აბანოს ნაშთებზე, რომელიც პუდენტიანელთა ოჯახის კერძო საკუთრებაში იყო და „Terme di Novato“ ერქვა[3] . ორი წმინდანი ქალი სიკვდილით დასაჯეს, რადგან ძველი რომის კანონის დარღვევით ადრეული მოწამეებისთვის ქრისტიანული დაკრძალვა უზრუნველყვეს[4][5]. ბაზილიკა გააფართოვა და მორთო პაპმა წმინდა პასხალის I-მა დაახლ. 828. წელს.

პასხალი, რომელიც 817824 წლებში იყო პაპი, კაროლინგური რენესანსის წინა ხაზზე იდგა, რომელიც იმპერატორმა კარლოს დიდმა დაიწყო და აფინანსებდა კიდეც.  მათ სურდათ ქრისტიანობის საფუძვლებთან თეოლოგიურად და მხატვრულად დაბრუნება. ამრიგად, პასხალმა ორი ურთიერთდაკავშირებული, ამბიციური პროგრამა დაიწყო: რომის კატაკომბებიდან მოწამეთა ძვლების ამოღება და თითქმის უპრეცედენტო რაოდენობის ეკლესიების მშენებლობის კამპანია. პასხალმა უამრავი წმინდანი ამოასვენა საფლავიდან და სხვადასხვა ეკლესიაში გადაიტანა. დაახლოებით 855 - 856 წლებში, მამასთან ერთად რომში მომლოცველობის დროს, ახალგაზრდა მომავალი ინგლისის მეფე ალფრედ დიდი, როგორც ამბობენ, ღრმად იყო აღფრთოვანებული და შთაგონებული პრაქსედეს ეკლესიის სილამაზით[6].

1198 წელს ვალუმბროზიელ ბერებს, ბენედიქტელთა ორდენის იტალიურ რეფორმატორულ მოძრაობას, რომელიც წმინდა იოანე გვალბერტის მიერ იყო შთაგონებული, პაპმა ინოკენტი III-მ ბაზილიკასთან მიმაგრებული მონასტერი გადასცა და მას შემდეგ 800 წელზე მეტია შეუფერხებლად მსახურობენ. ისინი დღემდე ინარჩუნებენ მონასტერსა და ეკლესიას და ლიტურგიას აღასრულებენ.[7]

წმინდა პრაქსედის ბაზილიკაში ნაპოვნია წარწერები, რომლებიც ეკლესიის ისტორიის ამსახველი ძვირფასი წყაროებია. ისინი შეაგროვა და გამოაქვეყნა ვინჩენცო ფორჩელამ. ბაზილიკაში წმინდა ზენონის სამლოცველოცაა განთავსებული.

ეკლესია რობერტ ბრაუნინგის ლექსის, „ეპისკოპოსი წმინდა პრაქსედის ეკლესიაში თავის საფლავს აკურთხებს“ შთაგონების წყარო გახდა.

მთავარი საკურთხეველი წარმოადგენს ტილოს. ის გამოსახავს „წმინდა პრაქსედეს, რომელიც მოწამეთა სისხლს აგროვებს“ (დაახლ. 1730–35). ნახატის ავტორი დომენიკო მურატორია.  თაღის მარჯვენა სვეტზე, დაფის ზემოთ, განთავსებულია კარდინალ ანჯელო მარია კვერინის პორტრეტი (1747), რომლის ავტორიც იაკოპო ზობოლია. მასზე ასევე მოთავსებულია სტეფანო პიერის „ხარება“.

ეკლესიის ყველაზე ცნობილი ელემენტი მოზაიკის დეკორატიული დაფებია. პასხალმა პროფესიონალი მოზაიკოსების გუნდი დაიქირავა აფსიდის, აფსიდური თაღისა და ზედა თაღის დეკორატიული სამუშაოს დასასრულებლად. აფსიდის ცენტრში იესოა, გვერდებზე კი წმინდა პეტრე და პავლე არიან. მარცხენა მხარეს პასქალია, ცოცხალი წმინდა ადამიანების გამოსახულებებისათვის დამახასიათებელი კვადრატული შარავანდედით.

აფსიდურ თაღზე თითოეულ მხარეს თორმეტი კაცია გამოსახული, რომლებსაც გამარჯვების გვირგვინები უჭირავთ და სულებს სამოთხეში უძღვებიან. მათ ზემოთ ოთხი სახარების ავტორის სიმბოლოა: მარკოზი - ლომი, მათე - კაცი, ლუკა - ხარი და იოანე - არწივი, რომლებიც ტახტზე მჯდომი კრავის გარშემო დგანან,რაც ქრისტეს დედამიწაზე საბოლოო დაბრუნების სიმბოლოა.

ბაზილიკაში ასევე ინახება იმ სვეტის სავარაუდო ნაწილი, რომელზეც იესო იერუსალიმში ჯვარცმამდე მათრახით სცემეს. სავარაუდოდ, რელიქვია მე-4 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა წმინდა ელენემ (რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის დედამ), რომელმაც 80 წლის ასაკში წმინდა მიწაზე ლოცვა დაიწყო, სადაც მან ქრისტიანული ეკლესიები დააარსა და გოლგოთაზე იესოს ჯვარცმასთან დაკავშირებული რელიქვიები გადაარჩინა. 1223 წელს, წმინდა მიწაზე წარგზავნილმა კარდინალმა ჯოვანი კოლონამ სვეტი მოიპოვა და რომში ჩაიტანა.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. catalogo.beniculturali.it — 2014.
  2. Gallio, Paola (1998). The Basilica of Saint Praxedes (en, it). Monaci Benedettini Vallombrosiani Roma, გვ. 3. 
  3. Accurata, E Succinta Descrizione Topografica, E Istorica Di Roma, Volume 1, by Ridolfino Venturini, published by Carlo Barbellieni, Rome (1768); page 43.
  4. Jameson (Anna), Mrs (1848). Containing legends of the patron saints and virgin patronesses, the Greek and Latin martyrs, the early bishops, the hermits, and the warrior saints of Christendom (en). Longman, Brown, Green and Longmans, გვ. 243–244. 
  5. Tabor, Margaret Emma (1913). The Saints in Art: With Their Attributes and Symbols Alphabetically Arranged (en). Methuen, გვ. 101. 
  6. Woodruff, Douglas, The Life and Times of Alfred the Great (London: Weidenfeld and Nicolson, 1993), p. 33
  7. Gallio, Paola (1998). The Basilica of Saint Praxedes (en, it). Monaci Benedettini Vallombrosiani Roma, გვ. 3.