წმინდა პაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა პაპიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით - 29 მარტი.

წმინდა მოწამე პაპი ქალაქ ლარანდაში (მცირე აზია) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) დროს. ქრისტეს აღიარებისათვის სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი ჩექმებით წაიყვანეს ჯერ ნეოკესარიაში, შემდეგ კი - ისავრის სელევკიაში. წმინდა პაპი უნაყოფო ხეზე მიაბეს, ხემ ნაყოფი გამოიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.