წმინდა პავლე აღმსარებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა პავლე აღმსარებელი (გ. 850) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი, ახალი სტილით — 14 მარტი. წმიდა პავლე აღმსარებელი (IX საუკუნე) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 21 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 240