ლექეთის წმინდა ნინოს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა ნინოს ტაძარი (ლექეთი))
ლექეთის წმინდა ნინოს ტაძრის ნანგრევები
ლექეთის წმინდა ნინოს ტაძარი — აზერბაიჯანი
ლექეთის წმინდა ნინოს ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°29′36″ ჩ. გ. 46°51′23″ ა. გ. / 41.49333° ჩ. გ. 46.85639° ა. გ. / 41.49333; 46.85639
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება V-VI ს.
დეტალები
ლექართის წმ. ნინოს ტაძრის მაკეტი, კახის ისტორიის მუზეუმში

ლექეთის წმინდა ნინოს ტაძარიშუა საუკუნეების ქართული ტაძარი სოფელ ლექეთის (ისტორიული წყაროების "ლექართი") მახლობლად, 3 კმ–ზე (ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, ისტორიული ჰერეთი, საინგილო). შუა საუკუნეებში აქ ყოფილა დიდი მონასტერი. დღეს ნანგრევებადაა ქცეული.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„სახელწოდება "ლექართი" ქართული წარმომავლობისაა; სიტყვის ფუძეა "ქართი". აქედან "სა-ქართ-ველო" ადგილი, სადაც ქართველები ცხოვრობენ. "სა" არის წინსართი პრეფიქსი, რომლის სინონიმი მეგრულ დიალექტშია "ლე". აქედან ლექართი ქართველებით დასახლებული ადგილია, ისე როგორც ეს მეგრული სახელწოდების დასახლებების სახელწოდებებშია მოცემული. მაგალითად: ლეძაძამე, ლესიჭინე, ლეხაინდრე და სხვა, რომელიც ნიშნავს ამა თუ იმ გვარით დასახლებულ ადგილს - სოფელს. მეგრულ დიალექტზე თბილისს დღესაც "ქართი" ეწოდება. ამრიგად სწორი იქნება სოფლის სახელწოდების წარმოთქმა როგორც "ლექართი" ნაცვლად ლიაკიტი/ლექითი/ლექეთისა[1].“

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექეთის მონასტრის ანსამბლი ძველად გალავნით ყოფილა შემოვლებული, რომლის ნანგრევები დღესაც შეიმჩნევა. კომპლექსის ნანგრევები იყოფა: ზედა და ქვედა ეკლესიებად.

ზედა ეკლესიათა ნანგრევთა შორის საყურადღებოა ყველაზე დიდი ტაძარი:

ვიკიციტატა
„ერთი დიდი ტაძარი, რომელიც ყველაზე ყველაზე უძველეს და უკეთეს შენობად უნდა ჩაითვალოს... აგებულია ცუდად ნათალი კლდის ქვით, მხოლოდ კარები და ფანჯრებია ამოყვანილი მშვენივრად ნათალი ოთხკუთხი ქვით. თვით ეკლესია ჯვარედინ გეგმაზეა აგებული და ადამიანს აკვირვებს თავისი სიმაღლითა და ბუმბერაზობით[2].“

მეორე ტაძარი რომელიც ქვემო ეკლესიების ჯგუფს განეკუთვნება, გამოკვლეულია 1940 წელს არქიტექტორ პ. დ. ბარანოვსკის მიერ. ბარანოვსკი აღნიშნულ ძეგლს მიაკუთვნებდა შიგა ტეტრაკონქურ „ცენტრალური გეგმის“ მქონე ნაგებობათა ტიპებს.

აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტაძრის ნანგრევებში ვერ აღმოჩნდა ხუროთმოძღვრული მორთულობის რაიმენაირი ელემენტი. ამ თვალსაზრისით ის ძალზედ ჩამორჩება მის მონათესავე იდენტური ძეგლების ბანასა და ზვართნოცის მრავალფეროვან ბრწყინვალე ორნამენტალურ-დეკორულ გადაწყვეტას. შეიძლება ითქვას რომ იგი უკან იხევს, აგრეთვე ქრონოლოგიურადაც. ბანასა და ზვართნოცის ტაძრებთან შედარებით მისი სამშენებლო ტექნიკა რამდენადმე არქაულად გამოიყურება და მრავალი საყურადღებო განმასხვავებელი მკაცრი სამშენებლო ტრადიციებით ხასიათდება. ეს არქაულობა არ არის შედეგი პროვინციული ჩამორჩენილობისა, არამედ იგი წინ უსწრებს ბანასა და ზვართნოცის მშენებლობის პერიოდს, რის გამოც ლექართის მრგვალი ტაძრის სამშენებლო ტექნიკა ადრინდელი ეპოქის დამახასიათებელ ელემენტებს ატარებს. ამიტომ როგორც ცნობილია, ყველაზე უძველესი იდენტური ძეგლის - სირიის ბოსრეს ტაძრის (512 წ.) მშენებლობის პერიოდს აკუთვნებენ, ამის გამო ლექართის მრგვალი ტაძარი შეიძლება ჩაითვალოს ბანასა და ზვართნოცის ტაძრების წინამორბედ ძეგლად. შესაბამისად მისი მიკუთვნება შეიძლება V-VI საუკუნეების საყურადღებო ძეგლებს შორის.

წმინდა ნინოს ტაძარი უნიკალური ნაგებობა იყო. ზოგი მკვლევარის აზრით აგებულია ძველი წარმართული მთვარის სალოცავი ტაძრის ადგილზე (ი. ადამია). ენათესავება ბანას ტაძარს. წმინდა ნინოს ტაძარი გეგმით წრიული ნაგებობა იყო, შიგნით მოთავსებული ტეტრაკონქით, გარედან მთელ პერიმეტრზე (დაახლოებით ერთი მესამედის გარდა) სვეტებზე დაყრდნობილი მონუმენტური თაღები ჰქონდა შემოვლებული (მას მრგვალ ტაძარსაც უწოდებენ). ნაგებია ადგილობრივი რიყისა და შირიმის ქვით, გამოყენებულია დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილი სუფთად გათლილი თეთრი ქვებიც, რომელთა შორის ბევრი წარწერიანი იყო (დღეს დაკარგულია). ტაძრის ირგვლივ კიდევ 12-მდე ეკლესიის ნანგრევებია, რომლებსაც თითქმის XX საუკუნის დამდეგამდე ჰქონდათ შენარჩუნებული ძველ ბრწყინვალებათა ნიშნები - ჩუქურთმები, წარწერები, მხატვრობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ. 1952 წ. გვ. 203
  2. ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947, გვ. 156