წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა}} |
წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლა დაარსდა ქალაქ ქუთაისში 1847 წელს. ის თავდაპირველად იყო ქალთა სასწავლებელი, ხოლო მოგვიანებით აქ სწავლობდნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. სკოლა დამთავრებული აქვს საზოგადოებისათვის არაერთ ცნობილ პიროვნებას: ვერიკო ანჯაფარიძეს, ანა კალანდაძეს, რეზო ჩხეიძესა და სხვა. 1995 წლიდან სკოლა იუნესკოს ასოცირებული წევრია.
სკოლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებამ და ქუთაისის იმ დროინდელი გუბერნატორის მეუღლემ მარიამ ესპეხომ 1847 წლის 14 მაისს ქუთაისში ქალთა სასწავლებელი დააარსა. შენობა სასწავლებლისათვის 1857 წელს შეირჩა. მას საკუთარი ხარჯებით კავკასიის მეფისნაცვლის ვორონცოვის მეუღლე ელიზავეტა აგებდა. მშენებლობა 1863 წელს დასრულდა. სასწავლებელი, რომელიც ოლღას სახელს ატარებდა, ქუთაისში დიდი მთავრის, კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძის ვიზიტთან დაკავშირებით, 1876 წელს გიმნაზიად გადაკეთდა. წმინდა ნინოს სახელი გიმნაზიას 1889 წელს დაუბრუნდა. სასწავლებლის პროექტი 1899 წელს ინჟინერმა ფონ-შულცმა შეადგინა.
სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ახალგაზრდულ-შემეცნებითი კლუბი "თვალსაწიერი"
- კლუბი "ბაგრატი"
- კლუბი "მემატიანე"
სკოლის მოსწავლეთა მიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- "გელათი",
- "ბაგრატი",
- "გეგუთი",
- "ვარციხე",
- "მოწამეთა"