წმინდა ნიკოლოზის სახურავიანი ეკლესია
წმინდა ნიკოლოზის სახურავიანი ეკლესია (ბერძ. Άγιος Νικόλαος της Στέγης, Agios Nikolaos Tis Stegis) — XI საუკუნის ბიზანტიური მონასტერი, რომელიც მდებარეობს კაკოპეტრიაში, კვიპროსი. ეს ეკლესია არის კვიპროსზე ერთადერთი შემორჩენილი შუა ბიზანტიური კათოლიკონი (სამონასტრო ეკლესია), შემორჩენილ ტექსტებში არ მოიხსენიება XIII საუკუნემდე. წმინდა ნიკოლოზის სახურავიანი ეკლესია განვითარდა შუა ბიზანტიური ეპოქიდან ფრანკოკრატიის დასაწყისამდე, დაახლოებით XII საუკუნემდე. ფრანკების მმართველობის შემდეგ ეკლესია ღია დარჩა, მაგრამ იქცა პატარა სოფლის ეკლესიად და მომლოცველობის ადგილად.[1] ეს ეკლესია არის ტროოდოსის რეგიონში არსებული ათი მოხატული ეკლესიიდან ერთ-ერთი, რომლებიც 1985 წელს შეიტეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მათი გამორჩეული ფრესკებისა და კვიპროსში ბიზანტიური მმართველობის ისტორიის შესახებ შემცველი ინფორმაციის გამო.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Church of Agios Nikolaos tis Stegis (St. Nicholas of the Roof), Kakopetria en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 2018-11-21
- ↑ Painted Churches in the Troödos Region. United Nations Educational, Scientific, and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 30 May 2021