წმინდა მიქაელის დღე
იერსახე
წმინდა მიქაელის დღე — ქრისტიანული დღესასწაული, მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღე. კათოლიკური, ლუთერული და ანგლიკანური ეკლესიები, ასევე დასავლური მართლმადიდებელი ეკლესიები წმინდა მიქაელის დღეს აღნიშნავენ 29 სექტემბერს. აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიები ცალკე არ გამოჰყოფენ წმინდა მიქაელს და მთავარანგელოზების ხსენების დღედ აღნიშნავენ ძველი სტილით 8 ნოემბერს (ახალი სტილით 21 ნოემბერი).[1]