წმინდა მიროპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მიროპიამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 დეკემბერი, ახალი სტილით — 15 დეკემბერი.

წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმინდა ერმიონიას (ხს. 17 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როდესაც დეციუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.

კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს (ხს. 27 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმინდა მიროპიამ მოწამის პატიოსანი ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმინდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს (251 წელი). ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყოველივე, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]