წმინდა ლუპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა ლუპემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 23 აგვისტოს და 26 ოქტომბერს, ახალი სტილით - 5 სექტემბერს და 8 ნოემბერს. იგი III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 8 ნოემბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. გვ. 202