წმინდა იუსტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა იუსტოსიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ივლისი, ახალი სტილით — 27 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა მოწამე იუსტოსი წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო. უსჯულოებმა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს წმინდანი, სადაც მან გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისთვის წმინდა იუსტოსი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ნეტარის სხეული უხრწნელი დარჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.