წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი (ნიუ-იორკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მთავარი ფასადი (ფრაგმენტი).

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი (სრული სახელი Cathedral Church of Saint John the Divine in the City and Diocese of New York) —— ნიუ-იორკის საეპისკოპოსო ეპარქიის მთავარი ეკლესია და ეპისკოპოსის სავანეა; მდებარეობს 1047 ამსტერდამის ავენიუზე (110-113-ე ქუჩებს შორის) მანჰეტენის მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში. კათედრალი, რომელიც ტურისტების გამორჩეული ღირშესანიშნაობაა, თუმცა დაუმთავრებელია, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში უდიდესი საკათედრო ტაძარია (წმინდა პეტრეს ტაძარი რომში და ღვთისმშობლის ტაძარი იამუსუკროში საკათედრო ტაძრები არ არის).