შინაარსზე გადასვლა

წმინდა ვიტალეს ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ვიტალეს ბაზილიკა
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′58″ ჩ. გ. 12°29′27″ ა. გ. / 41.89944° ჩ. გ. 12.49083° ა. გ. / 41.89944; 12.49083
რელიგიური წევრობა კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მცირე ბაზილიკა
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ეკლესია
ხუროთმოძღვრული სტილი პალეოქრისტიანული არქიტექტურა
თარიღდება 400-402
დეტალები
სიგრძე 60
სიგანე 18
წმინდა ვიტალეს ბაზილიკა ვიკისაწყობში

წმინდა ვიტალეს ბაზილიკა (იტალ. Basilica di Santi Vitale e Compagni Martiri in Fovea) — წმინდა მოწამეების ვიტალის, ვალერიას, გერვასი და პროტასის სახელობის ადრეული ქრისტიანული საიმპერატორო ბაზილიკა რომში, იტალია. უფრო ცნობილია როგორც სან-ვიტალესა და წამებულ თანამოძმეთა ბაზილიკა ფოვეაში. ეს არის რომის ისტორიული ცენტრის უძველესი კათოლიკური სამლოცველო, რომელიც მდებარეობს ვია ნაციონალეზე. წმინდა ვიტალეს საიმპერატორო ბაზილიკა აშენებული პაპ სირიციუსის პონტიფიკატის დროს 386 წლის შემდეგ და ნაკურთხი და მდიდრულად მორთული პაპ ინოკენტი I-ის მიერ 402 წელს. ბაზილიკა არის პირველი საჯარო ქრისტიანული ბაზილიკა სანათლავით, რომელიც არ არის დაფუძნებული წინარე წარმართულ ტაძრებზე. იგი მოხსენიებულია Liber pontificalis-ში და აშენებულია იმპერატორ თეოდოსიუსის მიერ წმინდა ამბროსი მილანელის თხოვნით, მილანში წამებულების გერვასისა და პროტასის სხეულების სასწაულებრივი აღმოჩენის პატივსაცემად. ეს არის რომში ყველაზე მეტად მოხატული ბაზილიკა.

ბაზილიკა ააგეს 400 წელს ვესტინას, მდიდარი ქვრივის მიერ გამოყოფილი თანხებით[1] და აკურთხა პაპმა ინოკენტი I-მა 401/402 წელს. იგი ნაკურთხია წმ. ვიტალესა და მისი ოჯახის სახელზე (წმინდა ვალერია, მისი მეუღლე, და წმინდანები გერვასიუსი და პროტასიუსი, მათი შვილები).[2] ეკლესია მოიხსენიება როგორც „Titulus Vestinae“ პაპ სიმახუსის 499 წლის სინოდის აქტებში, რომელსაც სამი მღვდელი ამ ეკლესიიდან ხელს აწერს.[3]

წმინდა ვიტალეს ბაზილიკა რამდენჯერმე არადგინეს, ყველაზე მნიშვნელოვნად მაშინ, როდესაც იგი სრულად გადააკეთა პაპმა სიქსტუს IV-მ 1475 წელს.[4] შემდეგი რესტავრაცია მოხდა 1512 წელს კარდინალ დელ მონტეს დროს;[5] 1859 წელს პაპ პიუს IX-ის დაფინანსებით;[6] ასევე 1938 და 1960 წლებში. საუკუნეების განმავლობაში ქალაქში მომხდარი ცვლილებების გამო, ეკლესიის იატაკის დონე ახლა რამდენიმე მეტრით დაბლაა ვია ნაციონალეს ქუჩის დონეზე.

ყოველ პარასკევს ეკლესია ღარიბებს უფასო პურს ურიგებდა, მარკის ოლქიდან წარმოშობილი კეთილშობილი კაცის, ფრანჩესკო სილას ანდერძის თანახმად.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. David Hunt, Chapter VIII of The Cambridge Ancient History, Volume XIII, p.251
  2. Mariano Armellini, le chiese di Roma, dalle loro origine sino al secolo XVI (Roma: Tip. ed. Romana 1887), pp. 244-245.
  3. J.D. Mansi (ed.), Sacrorum Conciliorum nova et amplissima collectio, editio novissima, Tomus VIII (Florence: A. Zatta 1762), p. 236.
  4. Forcella XI, p. 221, no. 356.
  5. Forcella XI, p. 221, no. 357.
  6. Forcella XI, p. 222, no. 358.
  7. Armellini, p. 245. Silla was a notary, and served as private secretary to Cardinal Guglielmo Sirleto (1514-1585).