ევსტათი ანკვირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა ევსტათი)
ევსტათი ანკვირელი

წმინდა ევსტათი (გ. 316) — IV საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენიების დღეა 10 აგვისტო (ძველი სტილით 28 ივლისი).

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდა მოწამე ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო, იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. წმინდა ევსტათი გარდაიცვალა 316 წელს. მარტვილის წმიდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]