შინაარსზე გადასვლა

წმინდა გირაგოს სომხური ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გირაგოსის სომხური ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ადგილმდებარეობა თურქეთი
სასულიერო სტატუსი ჩამორთმეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1883

წმინდა გირაგოსის სომხური ეკლესია (სომხ. Դիարբեքիրի Սուրբ Կիրակոս եկեղեցի) — სომხური ეკლესია დიარბაქირში, თურქეთში.

ეკლესია 2012 წელს

2000-იან წლებში წმინდა გირაგოს სომხური ეკლესია ნაწილობრივ განახლდა ქრისტიანებთან შერიგების ნიშნად.[1] იგი ხელახლა გაიხსნა 2011 წლის 23 ოქტომბერს,[2] როგორც „თურქეთის პირველი ეკლესია, რომელიც აღდგა, როგორც მუდმივი სალოცავი ადგილი“.[3] წმინდა გირაგოს ეკლესია ძლიერ დაზიანდა 2016 წლის თებერვალში ქურთისტანის მუშათა პარტიასა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკების დროს.

ეკლესია ითვლება ერთ-ერთი უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან სომხურ ეკლესიად ახლო აღმოსავლეთში. ეკლესიას აქვს შვიდი საკურთხეველი.[4] იგი დაიხურა 1915-1916 წლებში სომეხთა გენოციდის დროს და 1960 წელს ისევ გაიხსნა ადგილობრივი სომხური თემისთვის, თუმცა 1970-იან და 1980-იან წლებში ემიგრაციის გამო ადგილობრივი სომხების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ზოგიერთი ხელოვნების ისტორიკოსის აზრით, ეკლესია ყველაზე დიდია ახლო აღმოსავლეთში. კომპლექსი 3200 კვადრატულ მეტრზე ვრცელდება და მოიცავს მღვდლების სახლებს, სამლოცველოებსა და სკოლას. ეკლესია 1913 წელს ხელში ჩაიგდო იმპერიული გერმანიის არმიამ და იყო გერმანელების ადგილობრივ შტაბ-ბინა პირველი მსოფლიო ომის დროს 1918 წლამდე. შემდეგ იგი გადაკეთდა ქსოვილების საწყობად.[5]

ისტორიკოს აიკის თქმით წმინდა გირაგოსის ეკლესიას აქვს რამდენიმე უნიკალური არქიტექტურული მახასიათებელი. ,,ეკლესიებს ჩვეულებრივ აქვთ ერთი საკურთხეველი, მაგრამ წმინდა გირაგოსის ეკლესიას აქვს შვიდი საკურთხეველი. მისი თავდაპირველი სახურავი დაფარული იყო მიწით".[6]

1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, იგი გამოიყენებოდა ტილოსა და ქსოვილების სახელმწიფო საწყობად. 2009 წლამდე ეკლესია მიტოვებული იყო. შემდეგ რამდენიმე სომეხმა ჩამოაყალიბა ფონდის საბჭო სომხეთის საპატრიარქოს ეგიდით, ეკლესიის რეკონსტრუქციისა და სამართლებრივი პროცესის დაწყების მიზნით. ასევე მათ მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის დაწყება, ეკლესიის მიწის დასაბრუნებლად.

წმინდა გირაგოსის ეკლესიის სახელი მოხსენიებულია ოსმალეთის იმპერიის მრავალ საარქივო დოკუმენტში და ნახსენებია, როგორც ,,პატარა ეკლესია" ან "Çanakli Church", თუმცა სინამდვილეში ეკლესია სულაც არ არის პატარა.

2011 წელს ეკლესიის კოშკი, რომლის სამრეკლოც ადრე დაანგრიეს, შეაკეთეს და ძველის ზარის ასლი სპეციალურად გააკეთეს მოსკოვში. ეს ბრინჯაოს ზარი, რომელიც 100 კილოგრამს იწონის, ეკლესიაში 2012 წლის 4 ნოემბერს მიიტანეს. ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება წელიწადში ერთხელ და ამ რიტუალში მონაწილეობენ სომხები.

2016 წლის 26 მარტს თურქეთის მთავრობამ კონფისკაცია ჩაუტარა წმინდა გირაგოსის ეკლესიას ექსპროპრიაციის კანონის 27-ე მუხლის მიხედვით.[7][8] ეკლესიის ახლო არსებული სირიული, ქალდეური და პროტესტანტული ეკლესიები ასევე იქნა აყვანილი კონფისკაციაში ექსპროპრიაციის კანონის 27-ე მუხლის მიხედვით. ეს მოიცავდა დაახლოებით 6,300 მიწის ნაკვეთს დიარბაქირის რაიონში, რომელიც იყო ამ რაიონის ქონების დაახლოებით 80%. დიარბაქირის ადვოკატთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეს გადაწყვეტილება არღვევს საკუთრების უფლების კანონს და ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის კონსტიტუციას, ექსპროპრიაციის კანონს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Wooing Christians“. The Economist. 2 December 2010.
  2. „Wooing Christians“. The Economist. 2 December 2010.
  3. https://www.economist.com/news/books-and-arts/21583981-turkish-armenians-are-beginning-celebrateand-commemoratetheir-past-ashes Armenian culture in Turkey: From the ashes
  4. Armenian Surp Giragos Church ready for Holy Mass დაარქივებული 2012-04-05 საიტზე Wayback Machine. , Ararat News & Publishing, 18 September 2011
  5. Surp Giragos Ermeni Kilisesi tr. Diyarbakır Valiliği Kültür Turizm Proje Birimi. ციტირების თარიღი: 20 April 2014
  6. http://armenianweekly.com/2010/11/25/a-brief-history-of-largest-church-in-middle-east-and-christianity-in-diyarbakir/#prettyPhoto
  7. Archived copy. ციტირების თარიღი: 11 April 2016 Why the Turkish government seized this Armenian church
  8. https://www.nytimes.com/2016/04/24/world/europe/turkeys-seizure-of-churches-and-land-alarms-armenians.html
  9. Surreptitious expropriation in Sur en. ციტირების თარიღი: 2021-10-31