წმინდა ბარლაამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა ბარლაამი
გარდაიცვალა 304 წელი
ხსენების დღე 2 დეკემბერი

წმინდა ბარლაამიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 19 ნოემბერი, ახალი სტილით - 2 დეკემბერი. წმინდანი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უკვე მხცოვანი ბარლაამიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალის ბრძანებით იგი საკერპოში შეიყვანეს, წარმართული სამსხვერპლოს წინ დააყენეს და მარჯვენა ხელისგულზე გახურებული ნახშირი დაუდეს. უსჯულო ხელისუფალი ფიქრობდა, რომ ბარლაამი ვერ გაუძლებდა ტკივილს, ნაკვერჩხალს საკურთხეველზე დაყრილ საკმეველზე დააგდებდა და, ამგვარად, კერპს მსხვერპლს შესწირავდა, მაგრამ ნეტარ მოწამეს მანამ ეპყრა ხელთ გავარვარებული მუგუზლები, სანამ ხელები არ დაეწვა. ამის შემდეგ მან სული უფალს შეჰვედრა (304 წელი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.