წმინდა ანტონინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მოწამე ანტონინამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი და 13 ივნისი, ახალი სტილით — 14 მარტი და 26 ივნისი. ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმინუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. გადმოცემით წმინდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმინდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმინდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 225