წმინდა ანას ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ანას ციხესიმაგრე
რუს. Крепость Св. Анны
კოორდინატები 47°15′12″N 40°05′21″E / 47.253333° ჩ. გ. 40.089167° ა. გ. / 47.253333; 40.089167
მდებარეობა სტაროჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1730-1731

წმინდა ანას ციხესიმაგრე (რუს. Крепость Св. Анны) აგრეთვე ანინის ციხესიმაგრე (რუს. Аннинская крепость) — საფორტიფიკაციო ნაგებობა სტაროჩერკასკის მახლობლად, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. წარმოადგენს სტაროჩერკასკის მუზეუმ-ნაკრძალის ფილიალს. XVIII საუკუნის რუსეთის თავდაცვითი არქიტექტურის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ანას ციხესიმაგრე ააგეს 1771 წელს, რუსეთის იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის ბრძანებით. ციხესიმაგრის მშენებლობისათვის გამოიყენეს ვასილევის ყორღანის გრუნტი.

თავის დროზე ციხესიმაგრე იყო ფორპოსტი რუსეთ-ოსმალეთის ომის (1735-1739 წწ.) პერიოდში. ციხესიმაგრის გარნიზონი თვალს ადევნებდა რუსეთის სამხრეთ საზღვრებს და აკონტროლებდა კაზაკთა ჯარებს[1].

დროთა განმავლობაში წმინდა ანას ციხესიმაგრემ ფორპოსტის როი დაუთმო დიმიტრო როსტოველის ძლიერ და გამაგრებულ ციხესიმაგრეს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ანას ციხესიმაგრე არის ექვსკუთხა თავდაცვითი ნაგებობა, რომელსაც კუთხეებში ექვსი კუთხოვანი კოშკი აქვს ჩატანებული. ექვსკუთხა შენობის თითოეული კედლის სიგრძე 360 მეტრია, სიმაღლე 5-6 მეტრი, სიგანე — 3,5 მეტრი. ციხესიმაგრეს უჭირავს 50,2 ჰა ფართობი. ციხესიმაგრის პერიმეტრია 2 კმ. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აგებულია, საფარველის ეკლესია, დენთის სარდაფი, კომენდანტის სახლი, ქვედა ციხე. XIX საუკუნეში ყველა ნაგებობა დაინგრა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ბოსტნები გააშენა.

ციხესიმაგრე ეკუთვნოდა ე. წ. „უკრაინის თავდაცვით ხაზს“, რომელიც რუსეთის სამხრეთის საზღვრის ფორპოსტს წარმოადგენდა XVIII საუკუნეში.

ციხესიმაგრის მინუსი იყო მისი მდებარეობა - დიდი დაშორები აზოვის ზღვასთან დონის შეერთების ადგილიდან. ეს ამცირებდა მის სამხეედრო მნიშვნელობას. რეგულარული გაზაფხულის წყალდიდობები და გარნიზონის ჯარისკაცების ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეული იყო დაჭაობებული ადგილებით, ქმნიდა დამატებით სირთილეებს.

მას შემდეგ, რაც ოსმალეთთან ბელგრადის საზავო ხელშეკრულების მიხედვით რუსეთმა დონზე ციხესიმაგრეების აშენების უფლება მიიღო, რუსეთის მთავრობამ 1760 წელს გააუქმა წმინდა ანას (ანინის) ციხესიმაგრე. გარნიზონი გადაიყვანეს დიმიტრი დონელის ციხესიმაგრეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]