წმინდა ალვიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა ალვიანე (გ. 304) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 მაისი, ახალი სტილით - 17 მაისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდანი ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმინდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპმსახურებაზე უარი განაცხადა. წმინდანი აწამეს გახურებული რკინით, უმოწყალოდ ცემეს, მაგრამ ვერ მოტეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს წმინდანები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.