წმინდა ავგუსტინეს ბაზილიკა
წმინდა ავგუსტინეს ბაზილიკა | |
---|---|
![]() | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°54′03″ ჩ. გ. 12°28′27″ ა. გ. / 41.90083° ჩ. გ. 12.47417° ა. გ. |
რელიგიური წევრობა | კათოლიკური ეკლესია |
ქვეყანა |
![]() |
სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | მცირე ბაზილიკა |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი | ჯაკომო დი პიეტრასანტა |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ეკლესია |
ხუროთმოძღვრული სტილი | რომაული რენესანსი |
თარიღდება | 1483 |
წმინდა ავგუსტინეს ბაზილიკა ![]() |
წმინდა ავგუსტინეს ბაზილიკა, ცნობილი როგორც წმინდა ავგუსტინის ბაზილიკა (იტალ. Basilica di Sant'Agostino in Campo Marzio; ლათ. Basilica Sancti Augustini in Campo Martio) — კათოლიკური მცირე ბაზილიკა რომის კამპო მარცის უბანში, იტალიაში. მიძღვნილია წმინდა ავგუსტინე ჰიპონელისადმი და ასრულებს ავგუსტინელი მონაზვნების სახლის ფუნქციას.
პირველად 1286 წელს დაფიქსირებული, ამჟამინდელი ბაზილიკა (დასრულებული 1483 წელს) ცნობილია თავისი რენესანსული არქიტექტურით; ის მოიცავს რომაელი ხელოვანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, მათ შორისაა მიქელანჯელო მერისი და კარავაჯო, რაფაელო სანცო და ჯოვანი ფრანჩესკო ბარბიერი. ის ასევე წმინდა მონიკას, ავგუსტინის დედის საფლავია.
პაპმა, იოანე პავლე II-მ 1999 წლის 29 ოქტომბერს გამოუქვეყნა განკარგულება, რომლითაც ტაძარი მცირე ბაზილიკის სტატუსს მიანიჭა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ტრიფონის ეკლესია პოსტერულაში, რომელიც ამ ადგილას 700 წელს აშენდა, თავდაპირველად მოწამე წმინდა ტრიფონ კამპსადისადმი იყო მიძღვნილი. წმინდა ავგუსტინის ორდენი დაარსდა რომში, წმინდა მარია დელ პოპოლოს ბაზილიკაში 1244 წელს. ავგუსტინელმა მონაზვნებმა მალევე მოისურვეს, რომ მათი მთავარი მონასტერი და ეკლესია ვატიკანთან უფრო ახლოს ყოფილიყო. [1]რომაელმა დიდგვაროვანმა, ეგიდო ლუფრედმა 1286 წელს ავგუსტინელ მონაზვნებს უბოძა მიწის ნაკვეთი კამპო მარციაში. 1287 წლის 20 თებერვალს პაპმა ჰონორიუს IV-მ წმინდა ტრიფონის ეკლესია პოსტერულაში ავგუსტინელ მონაზვნებს გადასცა.
პირველი შენობა დაუკვეთა პაპ ბონიფაციუს VIII-მა, ავგუსტინელ მონაზვნებმა კი ის ააშენეს 1296-1446 წლებში, წმინდა ტრიფონის ეკლესია პოსტერულასთან. მეორე (ამჟამინდელი) ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1479 წელს. ის დაიკვეთა პაპ სიქსტუს IV-ის მიერ, დაპროექტებული იყო არქიტექტორ ბაჩო პონტელის მიერ (რომელმაც ასევე დააპროექტა სისტინის საკაპელო) და დაფინანსებული - კარდინალ გიიომ დ'ესტუვილის მიერ. [2]მისი მშენებლობა დასრულდა 1483 წელს. ჯაკომო დი პიეტრასანტამ მისი ფასადი ააშენა ტრავერტინისგან, კოლოსეუმის ნანგრევებისგან. მის ფასადზე ნაჩვენებია შემდეგი ტექსტი:
"Guillermus de Estoutevilla, Episcopus Ostiensis, Cardinalis Rothomagensis, Sanctæ Romanæ Ecclesiæ, Camerarius, Fecit MCCCCLXXXIII"
რაც ითარგმნება: „უილიამ დ'ესტუვილმა, ოსტიას ეპისკოპოსმა, რუენის კარდინალმა, წმინდა რომაული ეკლესიის კამერლენგომ, ააშენა 1483 წელს“.
პირველი აღდგენა დასრულდა 1763 წელს ლუიჯი ვანვიტელის მიერ; მეორე აღდგენა დასრულდა 1870 წელს; ყველაზე ბოლო აღდგენა მოხდა 1998-2000 წლებში.[3] წმინდა ავგუსტინის ტიტული 2006 წლიდან ეკუთვნის კარდინალ ჟან-პიერ რიკარდს. ეს არის ეკლესია, სადაც დიდი ოთხშაბათი აღინიშნება.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1606 წლის ნახატი „ლორეტოს ღვთისმშობელი“ (ცნობილია აგრეთვე, როგორც „მომლოცველთა ღვთისმშობელი“), კარავაჯოს შემოქმედება მდებარეობს მარცხენა მხარეს, პირველ კაპელაში. [4] ერმეტე კავალეტის მემკვიდრეებმა 1603 წლის 4 სექტემბერს შეიძინეს პიეტას კაპელა და მალევე დაავალეს კარავაჯოს ღვთისმშობლის ნახატის შესრულება, თავიანთი ოჯახის კაპელისთვის. 1606 წელს ის დაკიდეს კაპელის (ყოფილი პიეტას კაპელა) საკურთხეველზე, პიეტას ნაცვლად, რომელიც გაიყიდა პაპ პაულ V-ზე (ყოფილი კარდინალი კამილო ბორგეზე). 1512 წლის რაფაელის ფრესკა „პროფეტი ესაია“, მდებარეობს მარცხენა ნავის მესამე პილასტერზე. [5] ეს ნაწილი იყო იოჰანეს გორიცის (1455–1527; ცნობილია როგორც იანუს კორიციუსი) საფლავის ძეგლის ნაწილი. ესაიას უჭირავს ებრაული გრაგნილი, რომელზეც წერია: „გააღეთ კარიბჭეები, რათა შევიდნენ ქრისტიანები“ (ესაია 26:2–3). რაფაელის ესაიას ქვემოთ მდებარეობს ანდრეა სანსოვინოს ქანდაკება „წმინდა ანა და ღვთისმშობელი ბავშვით“ (1512).
1521 წლის იაკოპო სანსოვინოს ქანდაკება „ღვთისმშობელი მშობიარობისას“, ლეგენდის თანახმად, დაფუძნებულია ძველ ქანდაკებაზე, რომელზეც ნერონს ხელში უჭირავს აგრიპინა და ტრადიციის თანახმად, ცნობილია მშობიარობის ჯადოსნური ძალებით.
აქვეა ავანცინო ნუჩის 1588 წლის ფრესკები წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა იოანე ევანგელისტის შესახებ.
1616 წლის ბუონჯოვანის კაპელაში (მარცხენა გადასასვლელში) მდებარეობს ცის ფრესკა „მარიამის აღდგომა“ და ჯოვანი ლანფრანკოს სამი ნახატი. აქვეა გერჩინოს 1600-იანი წლების ნახატი წმინდა ავგუსტინის, წმინდა იოანე ევანგელისტისა და წმინდა იერონიმეს შესახებ.
მელქიორე კაფას ქანდაკება „წმინდა თომა ვილანოვა ალმის გადაცემით“, დასრულებული მისი მენტორის, ერკოლე ფერატას მიერ, მდებარეობს წმინდა თომა ვილანოვას კაპელაში (გადასასვლელის მარცხენა ბოლოში). ასევე კაფას მიერ შექმნილი ნაკვეთი „წმინდა თომა ვილანოვას სიყვარული“ ასახავს ამავე ქანდაკებას. [6]
1628 წლის მთავარი საკურთხეველი დაპროექტებულია ორაციო ტურრიანის მიერ. ადრე (არასწორად) ითვლებოდა, რომ ეს დაპროექტებული იყო ჯან ლორენცო ბერნინის მიერ.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კარავაჯოს ნახატი "ლორეტოს მადონა" (1606) კავალეტის სამლოცველოში
-
კარავაჯოს ნახატი „მადონა ლორეტოდან“ (1606)
-
გუმბათის ჭერის მხატვრობა "იესო ქრისტე და თორმეტი მოციქული"
-
ნავის ჭერის ფრესკა (1868) პიეტრო გალიარდის მიერ
-
სვეტის ფრესკა ეზეკიელი (1860-იანი წლები) პიეტრო გალიარდის მიერ
-
სვეტის ფრესკა „წინასწარმეტყველი ესაია“ (1512) რაფაელის ავტორობით და ქანდაკება „წმინდა ანა და ღვთისმშობელი ყრმით“ (1512) ანდრეა სანსოვინოს მიერ
-
სვეტის ფრესკა „წინასწარმეტყველი ესაია“ (1512), ავტორი რაფაელი
-
ავანზინო ნუჩის ფრესკა იოანე ნათლისმცემელი (1588)
-
ავანზინო ნუჩის ფრესკა იოანე ნათლისმცემელი (1588)
-
ქანდაკება "მადონა დელ პარტო" (მშობიარობის ღვთისმშობელი) (1521) ჯაკოპო სანსოვინოს მიერ
-
ქანდაკება „ვილანოველის წმინდა თომა მოწყალებას არიგებს“ (1600-იანი წლები), ავტორი მელკიორე კაფა
-
ჯოვანი ლანფრანკოს ნახატი „ღვთისმშობლის კორონაცია წმინდა ავგუსტინესთან და უილიამთან ერთად“ (1619)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- P Antonino Ronci and D. Torre, S. Agostino in Campo Marzio, Roma (Roma: D. Torre, 1950).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rome - Sant'Agostino Church. ციტირების თარიღი: 3 May 2020
- ↑ S. Miranda, list of Cardinal Chamberlains of the Holy Roman Church. Retrieved: 2016-03-21.
- ↑ New Guide of Rome, Naples and Their Environs, By Mariano Vasi and Antonio Nibby, page 105.
- ↑ John Varriano, Caravaggio: The Art of Realism (University Park, PA: Penn State Press, 2010), pp. 44-46. John T. Spike, Caravaggio: Catalogue of Paintings (New York-London: Abbeville Press, 2010), pp. 148-150.
- ↑ Restored by Daniele da Volterra, as quoted in A Handbook of Rome (1871), page 128.
- ↑ Charity of St Thomas of Villanova. ციტირების თარიღი: 4 August 2022