წლის ადამიანი (Time)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წლის ადამიანი Time-ის მიხედვით)
წლის ადამიანი

წარადგენს Time
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
პირველად გადაეცა 1927
ბოლოს გადაეცა 2021
მიმდინარე მფლობელი ილონ მასკი
time.com/poy

წლის ადამიანი“ (ინგლ. Person of the Year, 1999 წლამდე Man of the Year[1]) — ამერიკული ჟურნალ Time-ის ყოველწლიური ნომინაცია, რომელზეც წარდგენილი შეიძლება იყოს პიროვნება, ჯგუფი, იდეა თუ ობიექტი, რომელიც წლის მოვლენებში მონაწილეობდა.[2] ნომინაციის წარდგენა ხდება დეკემბრის თვის უკანასკნელ ნომერში. წლის ადამიანის ნომინაცია დაწესდა 1927 წელს როდესაც ეს წოდება მიენიჭა მფრინავს ჩარლზ ლინდბერგს, რომელმაც ისტორიაში პირველად, მარტო გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.

შერჩევის კრიტერიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლის პიროვნებას ირჩევს აღმასრულებელი რედაქტორი. Time-ის სარედაქციო რუბრიკაში, სათაურით „თავისუფლებაზე წესრიგის დამყარება“, რიჩარდ სტენგელმა განმარტა პრინციპი, რომლითაც ჟურნალი ირჩევს ნომინანტს:

ვიკიციტატა
„Time-ის წლის ადამიანის ჯილდო არ არის პატივი. ეს არ არის მოწონების ნიშანი და პოპულარობის აღიარება. ეს ნომინაცია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ლიდერის თვისებებთან - გაბედულებასთან, ჩვენი პლანეტის შეცვლასთან.[3]

სხვადასხვა დროს წლის ადამიანები იყვნენ: ფრანკლინ დელანო რუზველტი, ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, ჯონ კენედი, ჯორჯ უოკერ ბუში, ამერიკელი ჯარისკაცი და ასევე ინტერნეტის მომხმარებელი.

Time-ის წლის ადამიანის წოდება ორჯერ მიენიჭა 15 ადამიანს (დალაგებულია ქრონოლოგიურად): ფრანკლინ დელანო რუზველტი, იოსებ სტალინი, ჯორჯ მარშალი, ჰარი ტრუმენი, უინსტონ ჩერჩილი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, დენ სიაოპინი, მიხეილ გორბაჩოვი, ბილ კლინტონი, ამერიკელი ჯარისკაცი (აბსტრაქტული გაგება), ჯორჯ უოკერ ბუში, ბარაკ ობამა.

Time-ის წლის ადამიანის წოდება სამჯერ მიენიჭა ფრანკლინ დელანო რუზველტს.

პიროვნებების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფოტო ლაურეატი ცხოვრების წლები შენიშვნა
1927 აშშ-ის დროშა ჩარლზ ლინდბერგი 1902—1974 პირველი და ყველაზე ახალგაზრდა წლის ადამიანი, მფრინავი, რომელმაც პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს ნიუ-იორკიდან პარიზამდე.
1928 აშშ-ის დროშა უოლტერ კრაისლერი 1875—1940 1928 წელს კრაისლერი აკვირდებოდა Chrysler Corporation-ს გავლენას Dodge-ზე კრაისლერ ბილდინგის მშენებლობის დაწყებამდე.
1929 აშშ-ის დროშა ოუენ იანგი 1874—1962 იანგი 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტს, რომელმაც შეიმუშავა იანგის გეგმა, პროგრამა არეგულირებდა გერმანიის რეპარაციის საკითხებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
1930 მაჰათმა განდი 1869—1948 განდი იყო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი. 1930 წელს ხელმძღვანელობდა მარილის მარშს, რომელიც იყო 390 კილომეტრიანი საპროტესტო მარში ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მარილზე გადასახადების დაწესების საწინააღმდეგოდ.
1931 საფრანგეთის დროშა პიერ ლავალი 1883—1945 1931 წელს ლავალი პირველად აირჩიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. ლავალი პოპულარული იყო ამერიკჯულ პრესაში, როდესაც გამოვიდა ჰუვერის მორატორიუმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ვალების გადახდის დროებით გაყინვას პირველ მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც არაპოპულარული იყო როგორც საფრანგეთში, ასევე შეერთებულ შტატებში.
1932 აშშ-ის დროშა ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882—1945 რუზველტმა დამაჯერებლად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი.
1933 აშშ-ის დროშა ჰიუ ჯონსონი 1882—1942 1933 წელს ჯონსონი დასახელდა აღდგენის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორად, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დაავალა შეექმნათ „კარგი პრაქტიკის“ კოდექსი და დაესტაბილურებინათ ფასები.
1934 აშშ-ის დროშა ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882—1945 რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი 1933-1945 წლებში. 1934 წელს რუზველტის ახალმა კურსმა თავისი დადებითი შედეგები გამოიღო.
1935 ეთიოპიის დროშა ჰაილე სელასიე I 1892—1975 სელასიე იყო ეთიოპიის იმპერატორი 1935 წელს, როდესაც იტალიის არმია შეიჭრა ეთიოპიაში, რითაც დაიწყო იტალია-ეთიოპიის მეორე ომი.
1936 აშშ-ის დროშა დიდი ბრიტანეთის დროშა უოლის სიმპსონი 1896—1986 პირველი ქალი წლის ადამიანი. 1936 წელს სიმპსონის ურთიერთობამ მეფე ედუარდ VIII-თან აიძულა მეფე დაეტოვებინა ტახტი, რათა დაქორწინებულიყო მასზე.
1937 ჩან კაიში 1887—1975 ჩან კაიში იყო ჩინეთის პრემიერ-მინისტრი 1937 წელს, როდესაც დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი.
სუნ მეილინი 1897—2003 სუნ მეილინი იყო ჩან კაიშის ცოლი 1927 წლიდან 1975 წლამდე. ჟურნალმა ისინი წლის ადამიანად და ცოლად დაასახელეს.
1938 ადოლფ ჰიტლერი 1889—1945 როგორც რაიხკანცლერი ჰიტლერი ხელმძღვანელობდა ავსტრიისა და სუდეტის ოლქის შეერთებას გერმანიასთან მიუნხენის შეთანხმების თანახმად.
1939 საბჭოთა კავშირის დროშა იოსებ სტალინი 1878—1953 1939 წელს სტალინი იყო სსკპ ცკ-ის გენერალური მდივანი, პრაქტიკულად კი საბჭოთა კავშირის ლიდერი.
1940 დიდი ბრიტანეთის დროშა უინსტონ ჩერჩილი 1874—1965 ჩერჩილი 1940 წელს იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, როდესაც გაიმართა დიუნკერკის ოპერაცია.
1941 აშშ-ის დროშა ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882—1945 1941 წელს რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი, მის დროს მოხდა თავდასხმა პერლ-ჰარბორზე, გამოუცხადა ომი იაპონიას, რომლის შედეგადაც აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებში. პერლ-ჰარბორზე თავდასხმამდე ჟურნალმა დამბო აირჩია წლის ადამიანად, მაგრამ შემდეგ იგი შეცვალეს რუზველტის პერსონით.
1942 საბჭოთა კავშირის დროშა იოსებ სტალინი 1878—1953 1942 წელს სტალინი იყო საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი. ამ წელს მან მოიგო სტალინგრადის ბრძოლა.
1943 აშშ-ის დროშა ჯორჯ მარშალი 1880—1959 როგორც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი 1943 წელს, გენერალმა მარშალმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებში.
1944 აშშ-ის დროშა დუაიტ ეიზენჰაუერი 1890—1969 1944 წელს გენერალი ეიზენჰაუერი იყო მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ოპერაცია ოვერლორდის დროს.
1945 აშშ-ის დროშა ჰარი ტრუმენი 1884—1972 ტრუმენი გახდა პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ და გასცა ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის ბრძანება.
1946 აშშ-ის დროშა ჯეიმზ ბირნსი 1879—1972 1946 წელს, ირანის კრიზისის დროს ბირნსი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი და იდგა სტალინის მტკიცე ოპოზიციაში. მისმა სიტყვამ, „გერმანიის პოლიტიკის გადახედვა“, საფუძველი დაუდო აშშ-ს მომავალ პოლიტიკას, მიეტოვებინა მორგენთაუს გეგმის ეკონომიკური პოლიტიკა და გერმანელებს მომავლის იმედი მისცა.
1947 აშშ-ის დროშა ჯორჯ მარშალი 1880—1959 1947 წელს სახელმწიფო მდივნად დანიშნული ჯორჯ მარშალი გახდა მარშალის გეგმის შემოქმედი.
1948 აშშ-ის დროშა ჰარი ტრუმენი 1884—1972 ტრუმენი 1948 წელს აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საარჩევნო მოულოდნელობად ითვლება.
1949 დიდი ბრიტანეთის დროშა უინსტონ ჩერჩილი 1874—1965 „ნახევარი საუკუნის კაცად“ დასახელებულმა ჩერჩილმა დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამდე მიიყვანა. 1949 წელს ჩერჩილი ოპოზიციის ლიდერი იყო.
1950 აშშ-ის დროშა ამერიკელი ჯარისკაცი წარმოადგენდნენ აშშ-ს ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ კორეის ომში (1950-1953 წწ.).
1951 მოჰამედ მოსადიკი 1882—1967 1951 წელს მოჰამედ მოსადიკი აირჩიეს ირანის პრემიერ-მინისტრად და განდევნა დასავლური ნავთობკომპანიები, რამაც საფუძველი დაუდო აბადანის კრიზისს.
1952 დიდი ბრიტანეთის დროშა ელისაბედ II დ. 1926 1952 წელს ელისაბედ II ავიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე, მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ.
1953 გერმანიის დროშა კონრად ადენაუერი 1876—1967 1953 წელს ადენაუერი ხელახლა აირჩიეს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე.
1954 აშშ-ის დროშა ჯონ ფოსტერ დალესი 1888—1959 1954 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დალესი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციის შემოქმედი.
1955 აშშ-ის დროშა ჰარლოუ კარტისი 1893—1962 კარტისი იყო General Motors-ის პრეზიდენტი 1953-1958 წლებში. 1955 წელს General Motors-მა გაყიდა 5 მლნ ავტომობილია და გახდა პირველი კორპორაცია, რომელმაც გამოიმუშავა 1 მლრდ აშშ დოლარი წელიწადში.
1956 უნგრული წინააღმდეგობა წარმოადგენს უნგრელ რევოლუციონერებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 1956 წლის წარუმატებელ აჯანყებაში.
1957 საბჭოთა კავშირის დროშა ნიკიტა ხრუშჩოვი 1894—1971 1957 წელს ხრუშჩოვმა გააძლიერა თავისი ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირში, პრეზიდიუმის წევრების მიერ მისი გათავისუფლების შესახებ შეთქმულების გამოვლენით და ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს კოსმოსურ რბოლაში Sputnik 1-ის გაშვებით.
1958 საფრანგეთის დროშა შარლ დე გოლი 1890—1970 1958 წლის მაისში დე გოლი დანიშნეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად და საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის დაცემისა და მეხუთე რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, დეკემბერში აირჩიეს მეხუთე რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.
1959 აშშ-ის დროშა დუაიტ ეიზენჰაუერი 1890—1969 ეიზენჰაუერი იყო აშშ-ის პრეზიდენტი 1953-1961 წლებში.
1960 აშშ-ის დროშა ამერიკელი მეცნიერები წარმომადგენლები: ლაინუს პოლინი, ისიდორ აიზეკი, ედვარდ ტელერი, ჯოშუა ლედერბერგი, დონალდ არტურ გლაზერი, უილარდ ლიბი, რობერტ ვუდვარდი, ჩარლზ სრტაკ დრეიპერი, უილიამ შოკლი, ემილიო სეგრე, ჯონ ენდერსი, ჩარლზ ტაუნზი, ჯორჯ ბიდლი, ჯეიმზ ვან ალენი და ედვარდ პიორსელი
1961 აშშ-ის დროშა ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1917—1963 კენედიმ თანამდებობა დაიკავა 1961 წელს, მოაწყო წარუმატებელი შეჭრა კუბაში, აშშ-ში გაწვრთნილი კუბელი დევნილების მიერ.
1962 ვატიკანის დროშა იტალიის დროშა იოანე XXIII 1881—1963 იოანე XXIII იყო რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური 1958-1963 წლებში. 1962 წელს იგი გახდა შუამავალი კარიბის კრიზისის დროს და ორივე დაპირისპირებული მხრიდან მიიღო დამსახურებული ქება. იმავე წელს მან ასევე მოიწვია ვატიკანის მეორე საეკლესიო კრება.
1963 აშშ-ის დროშა მარტინ ლუთერ კინგი 1929—1968 აშშ-ში შავკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლთა ლიდერი. 1963 წელს მან წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“.
1964 აშშ-ის დროშა ლინდონ ჯონსონი 1908—1973 ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1964 წელს, მას შემდეგ, რაც მიიღო სამოქალაქო უფლებების აქტი, რომელმაც ომი გამოუცხადა სიღარიბეს და გააძლიერა აშშ-ის ძალები ვიეტნამის ომში.
1965 აშშ-ის დროშა უილიამ უოსტმორლენდი 1914—2005 გენერალი უოსტმორლენდი იყო ამერიკის ძალების მეთაური სამხრეთ ვიიეტნამში.
1966 აშშ-ის დროშა „ბეიბი ბუმერი“ წარმოადგენენ 25 წლამდე ასაკის ამერიკელი ქალებისა და მამაკაცების თაობას.
1967 აშშ-ის დროშა ლინდონ ჯონსონი 1908—1973 ლინდონ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1963-1969 წლებში.
1968 აშშ-ის დროშა აპოლონ-8-ის ასტრონავტები 1968 წელს აპოლონ-8-ის ეკიპაჟი (უილიამ ელისონ ანდერსი, ფრენკ ბორმანი და ჯეიმზ ლოველი) გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებიც გასცდნენ დედამიწის ორბიტას, შემოუარეს მთვარეს და გზა გაუხსნეს 1969 წელს მთვარეზე დაშვებას.
1969 აშშ-ის დროშა აშშ-ს საშუალო კლასი ასევე ცნობილია როგორც ჩუმი უმრავლესობა.
1970 გერმანიის დროშა ვილი ბრანდტი 1913—1992 გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი ცნობილი იყო „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი ურთიერთობის დამყარების მცდელობით“ „საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთის ბლოკისადმი თამამი მიდგომის“ წყალობით.
1971 აშშ-ის დროშა რიჩარდ ნიქსონი 1913—1994 რიჩარდ ნიქსონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1969-1974 წლებში.
1972 აშშ-ის დროშა რიჩარდ ნიქსონი 1913—1994 1972 წელს რიჩარდ ნიქსონი პრეზიდენტის რანგში ესტუმრა ჩინეთს და გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია აღნიშნულ ქვეყანას. მოგვიანებით ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებას სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (SALT-I), რის შემდეგაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დამაჯერებელი წარმატებით აირჩიეს პრეზიდენტად მეორე ვადით.
აშშ-ის დროშა ჰენრი კისინჯერი დ. 1923 კისინჯერი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკიტხში თან ახლდა რიჩარდ ნიქსონს 1972 წელს ჩინეთში ვიზიტის დროს.
1973 აშშ-ის დროშა ჯონ სირიკა 1904—1992 1973 წელს, როგორც აშშ-ის რაიონული სასამართლოს კოლუმბიის ოლქის თავმჯდომარემ, უბრძანა პრეზიდენტ ნიქსონს გამოექვეყნებინა თეთრი სახლის ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია უოტერგეიტთან.
1974 საუდის არაბეთის დროშა ფეისალი 1906—1975 ფაისალმა, საუდის არაბეთის მეფემ, აღიარება მოიპოვა 1973-1974 წლებში ნავთობის კრიზისის პერიოდში, როდესაც საუდის არაბეთმა მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნავთობის გატანა შეწყვიტა იომ-ქიფურის ომის დროს ისრაელისადმი დასავლეთის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად.
1975 აშშ-ის დროშა ამერიკის ფემინისტური მოძრაობა წარმომადგენლები: სუსან ბროუნმილერი, კეტლინ ბერლი, ელისონ შიკი, ჯილ კონვეი, ბეტი ფორდი, ელა გრასო, კარლა ჰილზი, ბარბარა ჯორდანი, ბილი ჯეინ კინგი, კაროლ სატონი, სუზი შარფი და ედი უაიტი.
1976 აშშ-ის დროშა ჯიმი კარტერი დ. 1924 1976 წელს კარტერი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდო.
1977 ეგვიპტის დროშა ანვარ სადათი 1918—1981 სადათი 1977 წელს ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში და გახდა პირველი არაბი ლიდერი რომელიც ესტუმრა ისრაელს, რათა ემსჯელათ ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობებზე.
1978 ჩინეთის დროშა დენ სიაოპინი 1904—1997 ჩინეთის ვიცე-პრემიერი. დაამხო ხუა გოფენი და ჩინეთზე დაამყარა სრული კონტროლი.
1979 ირანის დროშა აიათოლა ხომეინი 1902—1989 ხომეინი ხელმძღვანელობდა ირანის ისლამურ რევოლუციას და გახდა ირანის უზენაესი ლიდერი.
1980 აშშ-ის დროშა რონალდ რეიგანი 1911—2004 1980 წელს რეიგანი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი.
1981 პოლონეთის დროშა ლეხ ვალენსა დ. 1943 პოლონური პროფკავშირის „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი და გდანსკის შეთანხმების შემოქმედი.
1982 პერსონალური კომპიუტერი აღიარეს „წლის მანქანად“, დაიწყო საინფორმაციო ეპოქის გარიჟრაჟი.
1983 აშშ-ის დროშა რონალდ რეიგანი 1911—2004 1983 წელს რეიგანმა გასცა გრენადაში შესვლის ბრძანება და მხარს უჭერდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივას.
საბჭოთა კავშირის დროშა იური ანდროპოვი 1914—1984 ანდროპოვი, როგორც სკკპ ცკ-ის გენერალური მდივაი, აქტიურად აკრიტიკებდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივას. 1983 წელს მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია და გარდაიცვალა 1984 წელს.
1984 აშშ-ის დროშა პეტერ აბეროტი დ. 1937 აბეროტი ხელმძღვანელობდა1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, რომელსაც ბოიკიოტი გამოუცხადა საბჭოტა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა.
1985 ჩინეთის დროშა დენ სიაოპინი 1904—1997 ჩინეთის უზენაესი ლიდერის რანგში, მან თავი გამოიჩინა „რადიკალური ეკონომიკური რეფორმებით, რომლებიც დაუპირისპირდნენ ორთოდოქს მარქსისტებს“.
1986 ფილიპინების დროშა კორასონ აკინო 1933—2009 1986 წელს აკინო გახდა ყვითელი რევოლუციის თვალსაჩინო ფიგურა, რომელიც აირჩიეს ფილიპინების პრეზიდენტად.
1987 საბჭოთა კავშირის დროშა მიხეილ გორბაჩოვი დ. 1931 სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი 1987 წელს ხელმძღვანელობდა პერესტროიკას.
1988 გარემოს დაცვა წლის პლანეტა.
1989 საბჭოთა კავშირის დროშა მიხეილ გორბაჩოვი დ. 1931 აღიარეს ათწლედის ადამიანად. გორბაჩოვმა როგორც სკკპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა ჩაატარა პირველი თავისუფალი არჩევნები აღმოსავლეთის ბლოკის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე.
1990 აშშ-ის დროშა ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში 1924— 2018 ბუში, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა ომს სპარსეთის ყურეში (1990-1991).
1991 აშშ-ის დროშა ტედ ტარნერი დ. 1938 CNN-ის დამაარსებელი. კონკრეტულად, CNN-მა გააშუქა ოპერაცია ქარიშხალი უდაბნოში და სპარსეთის ყურის ომი.
1992 აშშ-ის დროშა ბილ კლინტონი დ. 1946 1992 წელს კლინტონი იყო აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში.
1993 პალესტინის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ისრაელის დროშა «მშვიდობისმყოფელები» წარმომადგენლები: იასირ არაფატი, ფრედერიკ დე კლერკი, ნელსონ მანდელა და იცხაკ რაბინი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დე კლერკმა 1990 წელს მანდელას ციხიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა. დაასრულა აპარტეიდიа.
იასირ არაფატმა და იცხა რაბინმა 1993 წელს ხელი მოაწერეს ოსლოს შეთანხმებას, პირველ შეთანხმებას პირადად ისრაელსა და პალესტინას შორის.

1994 ვატიკანის დროშა პოლონეთის დროშა იოანე-პავლე II 1920—2005 რომის პაპი 1978-2005 წლებში.
1995 აშშ-ის დროშა ნიუტ გინგრიჩი დ. 1943 ე. წ. რესპუბლიკური რევოლუციის ანუ რესპუბლიკური პარტიის ტრიუმფის ლიდერი, რამაც გამოიწვია გინგრიჩის არჩევა წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.
1996 აშშ-ის დროშა დევიდ ჰო დ. 1952 დევიდ ჰომ პირველად ჩაატარა შიდსის კვლევა.
1997 აშშ-ის დროშა უნგრეთის დროშა ენდი გროვი 1936—2016 1997 წელს იყო კომპანია Intel-ის ხელმძღვანელი.
1998 აშშ-ის დროშა ბილ კლინტონი დ. 1946 1998 წელს მის წინააღმდეგ ლევინსკის სკანდალის გამო დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა. სენატმა არ აღიარა მისი დანაშაული.
აშშ-ის დროშა კენეთ სტარი დ. 1946 იურისტი, რომელმაც გამოაქვეყნა ანგარიში, რასაც მოჰყვა კლინტონის იმპიჩმენტის პროცედურა.
1999 აშშ-ის დროშა ჯეფ ბეზოსი დ. 1964 Amazon-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი.
2000 აშშ-ის დროშა ჯორჯ უოკერ ბუში დ. 1946 2000 წელს გახდა პრეზიდენტი და დაამარცხა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი.
2001 აშშ-ის დროშა რუდოლფ ჯულიანი დ. 1944 რუდოლფ ჯულიანი იყო ნუ-იორკის მერი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების დროს.
2002 აშშ-ის დროშა „ინფორმატორები“ წარმომადგენლები: სინტია კუპერი, კოლინ როული და შერონ უოტკინსი.

2001 წელს, უოტკინსმა გამოავლინა სააღრიცხვო შეცდომები Enron-ის ფინანსურ ანგარიშებში, რომელიც წარადგინა კონგრესის კომიტეტების წინაშე მომდევნო წელს. 2002 წელს კუპერმა გამოავლინა 3,8 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითობა WorldCom-ში. იმ დროს, ეს იყო ყველაზე დიდი თაღლითობა აშშ-ს ისტორიაში. 2002 წელს, როულიმ, FBI-ის აგენტმა, ჩვენება მისცა FBI-ს მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შესახებ ინფორმაციის არასწორად გამოყენების შესახებ.

2003 აშშ-ის დროშა ამერიკელი ჯარისკაცი წარმოადგენდა აშშ-ის ძალებს მსოფლიოში, განსაკუთრებით ერაყის ომში (2003-2011).
2004 აშშ-ის დროშა ჯორჯ უოკერ ბუში დ. 1946 2004 წელს იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა აშშ-ს ერაყის ომის დროს.
2005
ირლანდიის დროშა აშშ-ის დროშა კეთილი სამარიტელები წარმომადგენლები: ბონო, ბილ გეიტსი და მელინდა გეიტსი.

ბონო, როკ-ჯგუფ U2-ს წევრი, 2005 წელს დაეხმარა კონცერტების ორგანიზებაში Live 8-ს. ბილ გეიტსი Microsoft-ის დამაარსებელი და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, და მისი ცოლი მელინდა გეიტსი, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი.

2006 ფაილი:Time youcover01.jpg შენ! You წარმოადგენს ცალკეულ კონტენტის შემქმნელებს მსოფლიო ქსელში.
2007 რუსეთის დროშა ვლადიმირ პუტინი დ. 1952 რუსეთის პრეზიდენტი.
2008 აშშ-ის დროშა ბარაკ ობამა დ. 1961 2008 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა ჯონ მაკკეინი.
2009 აშშ-ის დროშა ბენ ბერნანკე დ. 1953 ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელი 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს.
2010 აშშ-ის დროშა მარკ ცუკერბერგი დ. 1984 Facebook-ის დამაარსებელი.
2011 საპროტესტო აქციის მონაწილე რამდენიმე საპროტესტო აქციის მონაწილეები, მაგალითად — არაბული გაზაფხული, „აღშფოთებულთა მოძრაობა“ ესპანეთში, „უოლ-სტრიტის დაკავება“, ჩაის სმის მოძრაობა. ასევე ჩილეს, საბერძნეთის, ინდოეთის, ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საპროტესტო აქციების მონაწილეები.
2012 აშშ-ის დროშა ბარაკ ობამა დ. 1961 2012 წელს ხელმეორედ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად და დაამარცხა მიტ რომნი.
2013 ვატიკანის დროშა არგენტინის დროშა პაპი ფრანცისკე დ. 1936 კონკლავმა 2013 წელს აირჩია რომის პაპად, მას შემდეგ რაც გადადგა ბენედიქტე XVI.
2014 ებოლასთან მებრძოლები[4] ებოლას ვირუსთან მებრძოლი მედიცინის მუშაკები.
2015 გერმანიის დროშა ანგელა მერკელი[5] დ. 1954 გერმანიის კანცლერი 2005-2021 წლებში.
2016 აშშ-ის დროშა დონალდ ტრამპი[6] დ. 1946 2016 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა ჰილარი კლინტონი.
2017 „დუმილის დამრღვევები“ ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ.
2018 „მცველები“ ჟურნალისტები, რომლებსაც დევნიდნენ თავიანთი შეხედულებებისა და სიმართლის ძიების გამო. ეს ტიტული მსოფლიოს რამდენიმე ჟურნალისტს მიენიჭა. სიის სათავეში გარდაცვლილი საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი დგას.
2019 შვედეთის დროშა გრეტა ტუნბერგი დ. 2003 შვედი სკოლის მოსწავლე, ეკოლოგიის აქტივისტი, აქტიურად გამოდის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებებით.
2020 ссылка=https://en.wikipedia.org/wiki/File:Joe_Biden_official_portrait_2013_cropped.jpg აშშ-ის დროშა ჯო ბაიდენი დ. 1942 2020 წელს ჯო ბაიდენი აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, დაამარცხა დონალდ ტრამპი.
ссылка=https://en.wikipedia.org/wiki/File:Kamala_Harris_official_photo_(cropped2).jpg აშშ-ის დროშა კამალა ჰარისი დ. 1964 2020 წელს კამალა ჰარისი აირჩიეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად.
2021 безрамки აშშ-ის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა კანადის დროშა ილონ მასკი დ. 1971 ამერიკელი მეწარმე, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, Forbes-ის მიხედვით უმდიდრესი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eliza Gray. „Person of the Year – TIME“. TIME.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 13, 2015. ციტირების თარიღი: July 25, 2015.
  2. (2002) Person of the Year: 75th Anniversary Celebration, Special Collector's, New York: Time Books. OCLC 52817840. 
  3. Choosing Order Before Freedom
  4. The ebola fighters.(ინგლისური)
  5. Гиббс, Нэнси. (9 декабря 2015) The Choice: Why Angela Merkel Is TIME’s Person of the Year 2015. TIME. ციტირების თარიღი: 2015-12-09.
  6. Шерер, Майкл. (7 декабря 2016) Donald Trump: TIME Person of the Year 2016. TIME. ციტირების თარიღი: 2016-12-07.