წკრიალა საზამთრო (სატელევიზიო სერიალი)
„წკრიალა საზამთრო“(კორ: 반짝이는 워터멜론 ინგ. twinkling watermelon) — 2023 წლის სამხრეთ კორეული სატელევიზიო სერიალი, რომელიც დადგა სონ ჯონგ-ჰიუნმა და მთავარ როლებში მონაწილეობენ რიოუნი, ჩოი ჰიუნვუკი, სოლ ინა და შინ იუნსუ. სერიალი გადიოდა tvN-ის ეთერში 2023 წლის 25 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე, ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, 20:50 საათზე (KST), სულ 16 სერიით. იგი ასევე ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე Viu და Viki არჩეულ რეგიონებში.
მოკლე აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წელში იუნგიოლი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული სკოლის მოსწავლეა. მას გიტარაზე დაკვრა ძალიან უყვარს, მაგრამ პირველ ადგილას სწავლასა და ოჯახს აყენებს. ბიჭის მთელი ოჯახი სმენადაქვეითებულია, ამიტომ იუნგიოლი ერთადერთია, ვინც მათ გარესამყაროსთან აკავშირებს. ერთ დღეს იუნგიოლი იდუმალ მუსიკალურ მაღაზიაში შედის და შემთხვევით დროში მოგზაურობს. ბიჭი აღმოჩნდება 1995 წელში და ახალგაზრდა მამამისს, იჩანს შეხვდება - მამამისს წარსულში სმენის უნარი დაკარგული ჯერ არ აქვს!. საშინელება ისაა რომ იჩანს გულცივი ვიოლონჩელისტი, სეგიონი მოსწონს და არა ბიჭის მომავალი დედა! მომავალ მამამისთან ერთად იუნგიოლი ბენდს ქმნის.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰა ეუნ-გიოლი (რიოუნი) — მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული ბიჭი, რომელიც დროში მოგზაურობს.
- ჰა ი-ჩანი (ჩოი ჰიონ-უკი) — ეუნ-გიოლის მამა ახალგაზრდობაში, ენერგიული და მხიარული.
- ჩოი სე-გიონგი / ონ იუნ-იუ (სოლ ინა) — დედა და ქალიშვილი; ორივე დაკავშირებულია მუსიკასთან და ეუნ-გიოლთან.
- იუნ ჩუნ-ა (შინ იუნ-სუ) — ეუნ-გიოლის დედა, რომელიც სმენადაქვეითებული დაიბადა და მარტოსულ ცხოვრებას ეწეოდა.
მხარდამჭერი პერსონაჟები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიცავს ბენდის წევრებს, ეუნ-გიოლის ოჯახს, ბებიას, მეგობრებს, მუსიკის მაღაზიის მფლობელებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ეუნ-გიოლის მუსიკალურ და ემოციურ მოგზაურობასთან.
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 5 სექტემბერს, საწარმოო კომპანიამ Pan Entertainment-მა გამოაცხადა, რომ სერიალ „წკრიალა საზამთრო“-ზე გააფორმა წარმოებისა და მიწოდების კონტრაქტი Studio Dragon-თან, რომლის ღირებულება 15.6 მილიარდ ვონს შეადგენს.
მაყურებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„წკრიალა საზამთრო“ სერიალი რეცენზიის ფინალური ეპიზოდის კვირაში მაყურებლობით პირველ ადგილზე გავიდა 12 ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, დანია, შვედეთი, ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი და სხვ. გარდა ამისა, სერიალი მაყურებლობის ტოპ ხუთეულში მოხვდა 64 ქვეყანაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website კორეულად
- Twinkling Watermelon IMDB-ზე
- Twinkling Watermelon hancinema-ზე