წკრიალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წკრიალა

ფრთაშავა წკრიალა (Procnias averano)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Procnias (Illiger, 1811)

წკრიალა[1] (ლათ. Procnias) — ფრინველთა გვარი კოტინგისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ნეოტროპიკის ოლქში. ბინადრობენ ნესტიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, იშვიათად დაბალ მთებსა და მთისწინეთებში. აქვთ ძალიან მაღალი ხმა (აქედან სახელწოდებაც).

აერთიანებს 4 სახეობას, საიდანაც 3 სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, ხოლო 1 — ცენტრალურ ამერიკაში.

ახასიათებთ ძლიერ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მამლები თეთრები არიან, აქვთ „ულვაშები“ და მოტიტვლებული სახე. დედლებს ასეთი რაღაც არ გააჩნია, შეფერილი არიან ზეთისხილისფრად, მუცლის მხარეს ბუმბულზე გასდევს მოყვითალო „ძარღვები“.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Snow, D.W. (1982). The Cotingas: Bellbirds, Umbrella birds and their allies. British Museum Press. ISBN 0-19-858511-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 32, 175, 222.