ხეპილპილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წკეპლა ცხარე)
ხეპილპილა
ხეპილპილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vitex agnus-castus
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 203350

ხეპილპილა, წკეპლა ცხარე (ლათ. Vitex agnus-castus) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან ტანდაბალი ხე, ცოცხანასებრთა ოჯახისა. საგველად შეკრებილი, სურნელოვანი, წვრილი ცისფერი ყვავილები აქვს.

გავცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ყირიმსა და დასავლეთ ამიერკავკასიაში. სინათლისა და სითბოს მოყვარულია; გვიანი და ხანგრძლივი ყვავილობა ახასიეთებს. მის მოქნილ ტოტებს კალატების მოსაწნავად იყენებენ. ხალხში ზოგჯერ აბრამის ხესაც უწოდებენ.

დეკორაციული მცენარეა. წკეპლა ცხარე საქართველოში ველურად გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე. მას თავისებური სიცხარე და სურნელება აქვს, მას სანელებლადაც იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში, თბ., 1957, გვ., 327