წიწინაური
წიწინაური | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჩვეულებრივი წიწინაური (Polygala vulgaris) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygala (L., 1753) | ||||||||||||||
სინონიმები | ||||||||||||||
|
წიწინაური[1][2] (ლათ. Polygala) — მცენარეთა გვარი წიწინაურისებრთა ოჯახისა.
აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები და ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ყვავილები — არასწორი, სხედან მტევანში.[3]
გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
600-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში გვხვდება 19, მათ შორის 4 — კავკასიის (P. Sosnowskyi, P. mariamae, P. transcaucasica, P. caucasica), 2 კი (P. albovii, P, Imakaschwilii) — საქართველოს ენდემია.
გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამ გვარის ზოგიერთი სახეობა (მაგ., P. senega) სამკურნალოა, იხმარება გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ, ოფლ- და შარდმდენ საშუალებად; წვრილფოთოლა (P. tenuifolia) და ციმბირული წიწინაურის (P. sibirica) ფესვები შეიცავენ საპონიმებს, რომელთაგან დამზადებული ნახარში ამოსახველებელ საშუალებად გამოიყენება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 335.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მაყაშვილი ა., წიწინაური // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ milkwort — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Истод // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. т. 10. — М. : Советская энциклопедия, 1972.