წიწამურის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წიწამურის სამაროვანი.

წიწამურის პირველი სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, წიწამურის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილ მუხიმიწაზე. სამაროვანი 1968 წელს, გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანების კულტურულ ფენაში ჩადგმული ქვიშაქვის ლოდებით შედგენილი ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხები და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]