წიწამურის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიწამურის ბრძოლაკახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ თეიმურაზ I-ის მეთაურობით 1615 წელს. კახეთის აჯანყების (1615) პერიოდში შაჰმა აბას I-მა საქართველოში 15-ათასიანი ჯარი გაგზავნა ალიყული-ხანის სარდლობით. ქართველთა ლაშქარი მოულოდნელად დაესხა თავს წიწამურის ახლოს (ახლანდელი მცხეთის რაიონი) დაბანაკებულ მტერს და დაამარცხა. სპარსელთა მთელი ბანაკი და იარაღი ქართველებს დარჩათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარსია გ., ქსე, ტ. 11, გვ. 335, თბ., 1987