წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია წიფორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ წიფორში. აგებული გარდამავალ ხანაში, VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით და ფიქალით თხელ დუღაბზე.

ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების მცირე ნაწილი. ეკლესია სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება, ცენტრში გაჭრილია არქიტრა-ვული სარკმელი. სარკმლის მარჯვენა მხარეს სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. კონ-ქზე გადასვლა ხდებოდა ტრომპების საშუალებით. აღმოსავლეთ ფასადს ფართო ზოლად მიუყვება დიდი ზომის ფიქალის რიგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 236