წიფორის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წიფორი.

წიფორის კოშკი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფორში. აგებული შუა საუკუნეებში. წიფორის კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.

კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. იკითხება ორი სართული; აქედან პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვებით. მეორე სართულის სამხრეთ კედელში მოთავსებულია თაღოვანი ნიშები, რომლებშიც სათოფურებია გაჭრილი. დასავლეთი სათოფური ამოქოლილია.

დასავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 237-238