წიფთაურის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიფთაურის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფთაურში, ნასოფლარ კვერიათის ტერიტორიაზე. ქსნის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ნასოფლარი კვერიათი მდებარეობს ქსნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ წიფთაურის მიდამოებში. ზურგიანი კოშკი სტრატეგიული თვალსაზრისით ძალზე მარჯვე ადგილას დგას, აქედან მოჩანს ხეობისკენ მომავალი ყველა გზა. ძეგლი დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კოშკის მხოლოდ დასავლეთი კედელი, ჩრდილოეთ ზურგის და სამხრეთი კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთ კედელზე იკითხება ხუთი სართულის დონე, აქედან პირველი სართული მთლიანად ამოვსებულია მიწით. ჩანს სართულშუა გადახურვის ხის ძელების კოჭის ბუდეები. კოშკის გარშემო ნასახლარებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 255