შინაარსზე გადასვლა

წინწყარო (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წინწყარო“
სიმღერავანო მჭედლიშვილი
ჰამლეტ გონაშვილი
„გორდელა“
ენა ქართული

„წინწყარო“ქართული სამხმიანი სიმღერა (კახური სატრფიალო). მისი ცნობილი ვარიანტი დამუშავებულია ვანო მჭედლიშვილის მიერ. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს სიმღერა მთლიანად მისი შექმნილია.

„წინწყაროს“ ცნობილ შემსრულებელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჰამლეტ გონაშვილი.

წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო
ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე

წინ შემხვდა ქალი ლამაზი წინ შემხვდა
ბიჭო და კოკა რომ ედგა მხარზედა

სიტყვა ვუთხარ და იწყინა სიტყვა ვუთხარი
ბიჭო და განრისხდა გადგა განზედა

წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო
ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე

გამოყენება ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ნოსფერატუ: ღამის მოჩვენება“ (ინგლ. Nosferatu: Phantom der Nacht). ფილმის დასკვნით სცენაში ლუსი (იზაბელ აჯანი) ჭირმოდებული ვისმარის მთავარ მოედანზე გადის და მოცეკვავე და მონადიმე ხალხს აკვირდება. სწორედ ამ სცენაში ისმის „წინწყარო“. ფილმში გამოყენებული სიმღერის ვერსია ანსამბლ „გორდელას“ ეკუთვნის.[1]

ინგლისელმა მუსიკოსმა კეიტ ბუშმა 1985 წელს გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი - Hounds of Love. ალბომში შედის სიმღერა Running Up That Hill (A Deal With God), რომელიც ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალ Stranger Things-ში გაჟღერების შემდეგ მსოფლიო ჰიტი გახდა და არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეშიც აღმოჩნდა. ალბომის დასასრულს მე-11 ტრეკში – Hello Earth ჟღერს „წინწყარო“. კომპოზიციაში ხმები დირიჟორ რიჩარდ ჰიკოქსის მომღერლებმა გააჟღერეს.[2]

წინწყარო ასევე ჟღერს უნგრელი რეჟისორის, გიორგ ფეერის 1990 წლის დეტექტიურ ფილმში „ბინდი“ (Szürkület),

წინწყარო გამოიყენა ვალერი მელაძემ სიმღერაში „უცხოელი“ (დასაწყისში) 2005 წლის იგივე დასახელების სინგლში.[3]

წინწყაროს „ქავერ“ ვერსია ჩაწერა ცნობილმა მუსიკოსმა, გორან ბრეგოვიჩმა.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]