წინუბნის კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინუბნის კათოლიკური ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში. აგებულია XIX საუკუნეში. დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია ნათალი ქვის სხვადასხვა ფერის კვადრებით. კედლები გაფორმებულია პილასტრებითა და დეკორატიული თაღებით, რომლებიც კარ-სარკმელთა რაოდენობას შეესაბამება. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აბსიდია ორი პსტოფორიუმით. საკურთხეველი ამაღლებულია და დარბაზისგან ხის მოაჯირითაა გამოყოფილი. საკურთხეველი და დარბაზი კამარითაა დასრულებული. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი ხის პატრონიკეა. ტაძარს დასავლეთიდან მიდგმული აქვს სამსართულიანი სამრეკლო. ტაძარს ჩრდილოეთიდან კარის გასწვრივ მიშენებული აქვს ახალი კარიბჭე. ტაძარს გარს უვლის ქვის დაბალი გალავანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19875