წინანდლის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინანდლის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის ცენტრში, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიების კომპლექსის ჩრდილოეთით, 150 მეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, საშუალო ზომის ნაშენია. რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. ეკლესიის კედლები, ძირითადად, რიყის ქვისაა, აგურით გამოყვანილია კარ-სარკმლების ღიობები და კონსტრაქტული ელემენტები. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამი, თაღოვანი სარკმელი დანარჩენ კედლებშია. აფსიდში, სარკმლის მარჯვნივ, ერთი, შეისრული ნიშაა, მარცხნივ ორი, სწორკუთხა ნიშა. ეკლესიის გრძივ კედლებზე, აღმოსავლეთით და დასავლეთით კიდეებთან, მოწყობილია თით, ფართო ნიშა. მათ შორის აფსიდის მიმდებარე წყვილი შეისრული ფორმის თაღითაა გადახურული, დასავლეთისა კი სწორკუთხაა. შენობის ცილინდრული კამარა სატრიუმფო თაღსა და დასავლეთ კედლის მიმდებარე. შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ეკლესიის კედლები დასრულებულია საფეხუროვანი ლავგარდნით ჰორიზონტარული შემონაკეცებით ფრონტების ზირებთან. აღმოსავლეთით ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული. მსგავსი ჯვარია დასავლეთ ფასადზეც შესასვლელისა და სარკმელს შორის. დასავლეთ ფრონტის წვერზე დადგმული იყო სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]