წინაისტორიული ავსტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვედა პალეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ჰომინიდებიHomo erectus-ის სახეობის წარმომადგენლები — ევროპაში გაჩნდნენ დაახლოებით 700 ათასი წლის წინ. მათთან დაკავშირებული ნაშთები აღმოჩნდა ავსტრიის მეზობელ უნგრეთის ტერიტორიაზე.

შუა პალეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელი გამყინვარების დროს ალპები ხალხისთვის მიუწვდომელი იყო. ჰომინიდების ძველი ნაშთები ავსტრიის ტერიტორიაზე შუა პალეოლითიდან გვხვდება, როცა ევროპის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ნეანდერტალელები. ნეანდერტალელების ნაშთები, თარიღდება დაახლოებით 70000 წლის წინანდელად, რომელიც აღმოჩნდა გუდენუსის გამოქვაბულში, ქვემო ავსტრიის ჩრდილო-დასავლეთით.

ზედა პალეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილენდორფის ვენერა, ერთ-ერთი „პალეოლითური ვენერა“. დაახლოებით ძვ.წ. 25000 წ.

ზედა პალეოლითიდან შემოგვრჩა პირველყოფილი ხელოვნების ორი ნიმუში: „გალგენბერგის ვენერა“ შტრატცინგიდან/კრემს-რებერგიდან (32000 წლისწინ, რელიეფური პლასტიკა, 7,2 სმ,) და ვილენდორფის ვენერა (26000 წლის წინ, 11 სმ,).

მეზოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეზოლითი— გარდამავალი პერიოდი ნადირობიდან და შემგროვებლობიდან მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში — ავსტრიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცირერიცხოვანი ნაშთები: იარაღები ბოდენზეეს ოლქიდან და რაინის დაბლობიდან და მიკროლითები.

ნეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეოლითის ეპოქაში ავსტრიის ყველა ის რეგიონი იყო დასახლებული, სადაც იყო მიწათმოქმედების შესაძლებლობა. უკანასკნელ პერიოდში აღინიშნებოდა ლენდელის კულტურის მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე.