წინააღმდეგობა (ვარსკვლავური ომები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინააღმდეგობა
ვარსკვლავური ომები

ემბლემა
ტიპი წინააღმდეგობის მოძრაობა
დაარსდა 28 იბშ
ადგილმდებარეობა დ'ქარი, კრეიტი
ლიდერი
წამყვანი პიროვნებები
ოფიციალური ენა ძირითადი

წინააღმდეგობა — გამოგონილი გაერთიანება „ვარსკვლავური ომების“ გამოგონილ სამყაროში. იგი უპირისპირდება პირველ ორდენს. ეს არის ახალი რესპუბლიკისგან წარმოშობილი გაერთიანება, შთაგონებული აჯანყებულთა ალიანსის კონცეფციით, რომლის მიხედვით გალაქტიკური სამოქალაქო ომის გალაქტიკურ იმპერიასთან ერთად დამყარდა დემოკრატია. წინააღმდეგობის მრავალი უფროსი წევრი 30 წლით ადრე იყო აჯანყებულთა ალიანსის წევრი, მათ შორის — გენერალი ორგანა და ადმირალი აკბარი. ალიანსში აგრეთვე მსახურობდნენ ახალგაზრდა თაობის ოფიცრების მშობლები (როგორც პო დემერონის შემთხვევაში).

გალაქტიკის უცნობ კუთხეებში დამარცხებული ძველი იმპერიის ახალი ფორმის, პირველი ორდენის დაარსების საპასუხოდ ლეია ორგანამ ჩამოაყალიბა წინააღმდეგობის მოძრაობის ასეთი ფორმა. თავად პირველი ორდენი ჩამოყალიბდა ძველი იმპერიის იდეების მიმდევართა მიერ. ახალი რესპუბლიკა მას არ თვლიდა მნიშვნელოვან საშიშროებად. ამიტომ სენატორი ორგანა და აჯანყების სხვა ვეტერანები გამოეყვნენ ახალი რესპუბლიკის სამხედრო ძალებს. 2015 წლის ფილმში „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ ნაჩვენებია, რომ პირველმა ორდენმა შექმნა სტარკილერის ბაზა, რათა შეესუსტებინა ახალი რესპუბლიკის მმართველობა და ვარსკვლავური ფლოტი, რითაც გალაქტიკის დაპყრობა უფრო გამარტივდებოდა. მას მხოლოდ წინააღმდეგობა დაუპირისპირდა.

წინააღმდეგობა არის ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგიის მთავარი გაერთიანება. იგი კვლავ ჩნდება 2017 წლის ფილმში „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ და გამოჩნდება 2019 წლის „IX ეპიზოდში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]