წინაალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წინაალპები
Herzogstand HQ.jpg
კოორდინატები: 46°09′39″ ჩ. გ. 6°55′24″ ა. გ. / 46.161000° ჩ. გ. 6.923417° ა. გ. / 46.161000; 6.923417
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 3000 
წინაალპები — დასავლეთი ევროპა
წინაალპები

წინაალპები (გერმ. Voralpen; ფრანგ. Préalpes; იტალ. Prealpi) — ალპების პერიფერიული ზონა — ქედებისა და მასივების ჯგუფი, რომელიც სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრავს მაღალ, უმეტესწილად ღერძული ზონის კრისტალურ მასივებს, რომლებიდანც ისინი ჩვეულებრივ გამოყოფილია გასწვრივი ტექტონიკური და ეროზიული ხეობებით. აგებულია ძირითადად კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. სიმაღლე 2000-3000 მ.

დამახასიათებელია მაგიდა მასივების, ფართო მთათაშორისი ხეობებისა და ქვაბულების მონაცვლეობა, რომლებიც ზოგჯერ ტბებითაა დაკავებული. აღსანიშნავია ბოდენის ტბა, ლაგო-მაჯორე, გარდა და სხვა. თანამედროვე მყინვარები გვხვდება მხოლოდ უმაღლეს მასივებზე. ჩრდილოეთით ფოთლოვანი შერეული და წიწვოვანი ტყეა, სამხრეთით, ქვედა სარტყელში, — წაბლის ტყეა და გარიგა, უფრო მაღლა ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე.

გამოიყოფა სამხრეთით — ვენეციის წინაალპები, ლომბარდიის წინაალპები, დასავლეთით — საფრანგეთის წინაალპები და ჩრდილოეთით — შვეიცარიის წინაალპები, ბავარიის წინაალპები და ავსტრიის წინაალპები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]